მალაგა-პორტუ 2:0 - დებიუტანტი მეოთხედფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა "მალაგამ" - ლიგის დებიუტანტი 1/4-ფინალშია! ანდალუსიელებმა "პორტუს" საჭირო ანგარიშით მოუგეს და ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდნენ.

ანგარიში ისკომ 43-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით გახსნა, ორ მატჩის ჯამში გამარჯვების მომტანი გოლი კი როკე სანტა კრუსმა გაიტანა, რომელიც მოედანზე სამი წუთის გამოსული იყო.

"პორტუზე" ცუდად იმოქმედა სტივენ დეფურის გაძევებამ - ბელგიელმა 49-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თანაგუნდელები დააღალატა.

შეგახსენებთ, რომ 1/4 და 1/2-ფინალების კენჭისყრა პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
მალაგა-პორტუ 2:0
(პირველი მატჩი
0:1)

გოლები: 1:0 ისკო (43), 2:0 სანტა კრუსი (77)
მალაგა (4-4-1-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ხოაკინი (88. ???? კამაჩო), ტულალანი, იტურა, ისკო - ბაპტიშტა (74. სანტა კრუსი) - სავიოლა (78. პიაზონი).
პორტუ (4-3-2-1): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო (70. ატსუ) - ფერნანდო, ლუჩო გონსალესი, ჟოაო მოუტინიო (46. ჯ. როდრიგესი) - ვარელა (58. მაიკონი), დეფური - ჯ. მარტინესი.
გაფრთხილება: დემიკელისი, ხესუს გამესი, ტულალანი - ოტამენდი, დეფური, ალექს სანდრო, მანგალა.
გაძევება: დეფური (49. პორტუ).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 11-7 (7-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 27 451

VideoSportall.Ge
მალაგა - პორტუ 2:0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პორტუ-მალაგა 1:0 - იბერიულ დუელში ინტრიგა დარჩა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული