მოგეხსენებათ, "ვალენსიასთან" მერვედფინალურ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წითელი ბარათი მიიღო. უეფამ შვედ ფორვარდს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა შემდეგ ერთი მატჩით შეუმცირა.
შედეგად, ზლატან იბრაჰიმოვიჩს პარიზულ თამაშში "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოსვლის უფლება მიეცა, რადგან მან "ვალენსიასთან" საპასუხო მატჩი გამოტოვა.
"ეს გადაწყვეტილება მომავალში მრავალ მსგავს პრეცედენტს გამოიწვევს, რაც ზოგადად ფეხბურთისთვის იქნება ცუდი", - განაცხადა ესპანელმა.
ასევე იხილეთ:
ანდონი სუბისარეტა: როცა ვამბობ, რომ პსჟ-სთან გაგვიჭირდება, არავინ მიჯერებს