ანდონი სუბისარეტა: ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნა მომავალში მრავალ ასეთ პრეცედენტს გამოიწვევს

AutoSharing Option
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ უეფა გააკრიტიკა.

მოგეხსენებათ, "ვალენსიასთან" მერვედფინალურ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წითელი ბარათი მიიღო. უეფამ შვედ ფორვარდს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა შემდეგ ერთი მატჩით შეუმცირა.

შედეგად, ზლატან იბრაჰიმოვიჩს პარიზულ თამაშში "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოსვლის უფლება მიეცა, რადგან მან "ვალენსიასთან" საპასუხო მატჩი გამოტოვა.

"ეს გადაწყვეტილება მომავალში მრავალ მსგავს პრეცედენტს გამოიწვევს, რაც ზოგადად ფეხბურთისთვის იქნება ცუდი", - განაცხადა ესპანელმა.

ასევე იხილეთ:
ანდონი სუბისარეტა: როცა ვამბობ, რომ პსჟ-სთან გაგვიჭირდება, არავინ მიჯერებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული