პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი ორი მეტად საინტერესო მატჩით გაიხსნა, რომლებშიც ფავორიტად შერაცხილმა გუნდებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს...

"ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "იუვენტუსს" ორი უპასუხო ბურთი გაუტანა, "ბარსელონამ" კი პარიზში შედეგიანი ფრე გააგორა.

პარიზში ვარსკვლავებით გაძეძგილი პსჟ არანაკლებ ვარსკვლავურ "ბარსელონას" დაუხვდა, შედეგად კი ფრე მივიღეთ, 2:2.

პირველი ტაიმი ლიონელ მესის გოლით კატალონიელებმა მოიგეს, რომელიც შესვენებაზე ტიტო ვილანოვამ სესკ ფაბრეგასით შეცვალა.

როგორც ჩანს, არგენტინელმა ტრავმა მიიღო და ესპანელებმა მისი ჯანმრთელობა აღარ გარისკეს. მეორე ნახევარი კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაათანაბრა ანგარიში.

ბოლო
წუთებზე კი გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს.

"ბარსა" ფავორიტი იყო და ეს სტატუსი შეინარჩუნა, თუმცა ესპანეთში მთლად უიმედოდ ალბათ არც ფრანგები ჩავლენ.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
პსჟ-ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 მესი (38), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (79), 1:2 ჩავი (89), 2:2 მატუიდი (90).
პსჟ (4-4-2): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ლუკას მოურა, ბექჰემი (70. ვერატი), მატუიდი, პასტორე (76. გამეირო) - ლავეცი (66. მენეზი), იბრაჰიმოვიჩი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (84. ბარტრა), ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი (46. ფაბრეგასი), ვილია (81. ტელიო).
გაფრთხილება: სირიგუ, ბექჰემი, მატუიდი, იბრაჰიმოვიჩი - დანი ალვეში, პიკე, ალბა, მასკერანო.
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 11-9(5-5); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 47 000

VideoSportall.Ge
02.04.13. პსჟ - ბარსელონა 2:2

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს

კარლო ანჩელოტი: "კამპ ნოუზე" ორი გოლის გატანა გვინდა
ლიონელ მესიმ შესაძლოა პსჟ-სთან საპასუხო მატჩი გამოტოვოს

ჟორიდ როურა: მსაჯობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს

დანიელ ალვეში: ვიცით, რომ საპასუხო მატჩში გამარჯვება შეგვიძლია



Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსას დარხეულიაქ: იბრაგიმოვიჩ საგოლ მგელაირა
GIVI
15:38 03-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული