შესაძლოა, "ბარსელონამ" ვოლფგანგ შტარკს უეფაში უჩივლოს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის მსაჯობით ძალიან უკმაყოფილოა და კლუბის ხელმძღვანელობა უეფაში ჩივილს აპირებს.

ბარსელონელებს გერმანელი რეფერი ვოლფგანგ შტარკის მიმართ შემდეგი პრეტენზიები აქვთ: მან არ უჩვენა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ყვითელი ბარათი, რომელსაც შვედი ყველა წესის მიხედვით აუცილებლად იმსახურებდა; მან მოუწოდა ჟორდი ალბას და ხავიერ მასკერანოს, მოედანი დაეტოვებინათ, როცა "ბარსა" კუთხურისგან იცავდა თავს - ასეთი მოთხოვნა კი ფეხბურთის წესებში არ წერია. დაბოლოს, მსაჯმა აშკარა თამაშგარედან გატანილი ბურთი ჩათვალა "ბარსელონას" კარში.

4 აპრილს, საღამოს, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭო შეიკრიბება და იქ გადაწყდება, იჩივლებს
თუ არა "ბარსა" უეფაში.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: კრება დარჩა მხიარული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული