დიეგო ლოპესი: "გალათასარაის" სტამბულშიც უნდა შევუტიოთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე დიეგო ლოპესმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

9 აპრილს "სამეფო კლუბი" თურქეთში "გალათასარაის" დაუპირისპირდება, რომელთანაც პირველ შეხვედრაში ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.

"ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც პირველ თამაშში. "გალათასარაი" კონტრშეტევებზე კარგად მოქმედებს, მის შემადგენლობაში კი არიან სწრაფი თავდამსხმელები, რომლებსაც ახასიათებთ სიღრმიდან თამაში.

დაცვაში მშვიდად უნდა გავისარჯოთ, ფეხდაფეხ ვდიოთ მეტოქის ფეხბურთელებს და არც შეტევაში წასვლაზე უნდა ვთქვათ უარი.

არ უნდა ვიფიქროთ პირველი თამაშის შედეგზე, უნდა შევუტიოთ და შევქმნათ მომენტები - ამაშია წარმატების საიდუმლო.

შეცდომა იქნება, თუკი სტამბულში
წინა მატჩში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე ვიზრუნებთ",
- აქვეყნებს ლოპესის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

გალათასარაი VS რეალი - როცა თავზემოთ ძალა არაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული