ფაბიო კოენტრაო: თურქ გულშემატკივრებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა ფაბიო კოენტრაომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

9 აპრილს "სამეფო კლუბი" თურქეთში "გალათასარაის" დაუპირისპირდება, რომელთანაც პირველ შეხვედრაში ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.

პორტუგალიელის თქმით, "რეალის" ფეხბურთელებმა "ტურკ ტელეკომ არენის" ტრიბუნებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

"უმძიმესი მატჩი გველის და თუკი ნახევარფინალში გასვლა გვსურს, ისევე კარგად უნდა ვითამაშოთ, როგორც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვითამაშეთ.

ატმოსფერო "გალათასარაის" სტადიონზე? ჩვენი ფეხბურთელები ყველანაირ არასასურველ პირობებში თამაშს არიან მიჩვეულნი. გულშემატკივარი კი ათასნაირი არსებობს.

უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენი საქმე ვაკეთოთ, რათა შედეგს მივაღწიოთ. ყურადღება
უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა ხდება მოედანზე და არა - მის მიღმა", - აქვეყნებს კოენტრაოს სიტყვებს "რეალის" ოფიციალური გვერდი.

ასევე იხილეთ:

გალათასარაი VS რეალი - როცა თავზემოთ ძალა არაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული