კარლო ანჩელოტი: ასეთი თამაშის შემდეგ გავარდნა ძნელია

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ბარსელონასთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

"პსჟ-მა ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის. ჩვენ კარგად ვთამაშობდით და ნამდვილი სიმამაცე გამოვავლინეთ. იმედგაცრუებული ვარ, რადგან გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით.

ეს ლამაზი საღამო იყო, მაგრამ ის ფანტასტიკური გახდებოდა
, ნახევარფინალში რომ გავსულიყავით. ძნელია ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ასეთი თამაშის ჩვენების შემდეგ.

დამწუხრებულები არ ვართ. ტურნირში კარგად გამოვედით -10 შეხვედრა ვითამაშეთ და მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. ეს ასპარეზობა მომავლისთვის კარგი ფუნდამენტი იქნება. ბევრმა ფეხბურთელმა მხოლოდ ახლა იგემა ჩემპიონთა ლიგა. ამიტომ გამოცდილება გვაკლდა.

დრო
გამოცდილების დაგროვების საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში ნახევარფინალებში ვითამაშოთ. ეს იქნება ჩვენი მიზანი მომავალ სეზონში.

ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ ორი ტურნირი დაგვრჩა, რომელიც უნდა მოვიგოთ - საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი",
- თქვა ანჩელოტიმ.

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-პსჟ 1:1 - ერთხელაც ვერ მოუგო, მაგრამ გავიდა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული