ფრანკ რიბერი: ვიცოდით, რომ ასეთი შედეგისთვის ბევრი უნდა გვეშრომა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

23 აპრილს, "ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში მიუნხენელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"ვიცოდით, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდებოდა, რათა "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში სასურველი ანგარიშისთვის მიგვეღწია.

თუმცა, არ დაგვვ
იწყნია, რომ გვყავს თავდამსხმელები, რომლებსაც გატანა შეუძლიათ.

ძალიან კმაყოფილები ვართ. ერთი თამაში ჯერ წინ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ",
- თქვა რიბერიმ.

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ,
ძალების დაზოგვით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული