პეპე: შეგვწევს იმის ძალა, რომ მადრიდში სამი გოლი გავიტანოთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა პეპემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

24 აპრილს, დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში "ბორუსიამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პოკერი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, ხოლო სტუმართაგან ერთადერთი გოლით კრიშტიანო რონალდო გამოირჩა.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისთვის ვიბრძოდით და მოედანი სხვა განწყობით უნდა დაგვეტოვებინა.

მეგონა, ყველაფერი უფრო იოლად იქნებოდა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა.

უნდა ვაღიაროთ და შევეგუოთ იმას, რომ ცუდად გავისარჯეთ. თამაში ცუ
დად დავიწყეთ. ჩემპიონთა ლიგაში შეცდომები კი ძვირად ფასობს. არადა, ისე უნდა გვებრძოლა ყოველ ეპიზოდში, თითქოს ის ბოლო და გადამწყვეტი ყოფილიყო.

წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს. "რეალი" ის გუნდია, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ დაპირისპირების ბედის თავის სასიკეთოდ გადაწყვეტა. შინ ვითამაშებთ და შეგვწევს იმის ძალა, რომ სამი გოლი გავიტანოთ",
- თქვა პეპემ.

"რეალსა" და "ბორუსიას" შორის საპასუხო შეხვედრა მადრიდში 30 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამი გოლი რომ გაიტანო, უნდა შეუტიო. შეუტევთ და დორტმუნდიც გაგიტანთ. ისე რომ სამი გოლი არ გეყოფათ!
Giorgipirweli
12:23 25-04-2013
0
გამტანი რო ყოფილიყავი,ბორუსიაში უნდა გაგეტანა და მოგეგო.
giorgi
11:46 25-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული