სერხიო რამოსი: რევანში გვწყურია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ მედიის წინაშე მასპინძელთა მცველი სერხიო რამოსი წარსდგა.

"ჩვენ რევანში გვწყურია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე დიდი მოტივაცია საკლუბო ფეხბურთში არ არსებობს.

უკვე რვა წელია, "რეალში" ვარ და ერთხელაც არ მითამაშია ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია. პირველი მატჩიდან მხოლოდ ნეგატიური მოგონებები დამრჩა. ჩვენ კარგად ვიცით, რაც მოხდა დორტმუნდში, რა კარგი გუნდია მეტოქე, როგორ გვიგულშემატკივრებენ სახლში და რა შეუძლია "რეალს".

თუ გაგვიტანეს, მიზნის მიღწევა გაცილებით რთული იქნება, მაგრამ თუ
ფინალში გვინდა, უნდა ვაჯობოთ საუკეთესო გუნდებს. მოკლედ, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ
", - განაცხადა მადრიდელთა 27 წლის მცველმა.

ასევე იხილეთ:
პეპე: 90 წუთში 3 გოლის გატანა სავსებით შესაძლებელია
რეალი VS ბორუსია - ახტუნგ, "რეალი" აგრესიული იქნება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული