იუპ ჰაინკესი ტრიუმფით ემშვიდობება რეკორდმაისტერს.
პირველი ტაიმი "დორტმუნდის" უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე ნოიერი. შემდეგ ვესტფალიელებს კონტრშეტევა გამოეპარათ, რომელსაც არიენ რობენი ასრულებდა, ვაიდენფელერმა იხსნა კარი.
ამის შემდეგ რეკორდმაისტერი ძალზე სახიფათო გახდა, თუმცა არც დორტმუნდელები აკლებდნენ. მაგალითად, ნოიერმა ბრწყინვალე დარტყმა აუღო რობერტ ლევანდოვსკის.
ანგარიში მე-60 წუთზე გაიხსნა, რიბერიმ საჯარიმოში რობენი მოძებნა, რომელმაც დიდებული პასით მარიო მანჯუკიჩს გაატანინა.
"დორტმუნდმა" ძალიან მალე გაათანაბრა: დანტემ რატომღაც იუხეშა მარკო როისთან და
მალე სუბოტიჩმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. გამარჯვების გოლი "ბაიერნის" ორმა გარემარბმა შექმნა, რიბერის პასით რობენმა მეკარეც მოატყუა და გაიტანა - 1:2.
მატჩის შემდგომი კომენტარები:
იუპ ჰაინკესი: ევროპაში მიუნხენის "ბაიერნის" ერა იწყება
იურგენ კლოპი: ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აუცილებლად ვითამაშებთ ფინალში
არიენ რობენი ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელია
მატს ჰუმელსი: რობერტ ლევანდოვსკი "ბორუსიას" დატოვებს
მარკო როისი: ბოლომდე დაცლილი ვარ
იუპ ჰაინკესი მეოთხე მწვრთნელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა გუნდით მოიგო
კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია
არიენ რობენი: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს მოხდა
"ბაიერნი" ტიტულების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულს" გაუთანაბრდა
ფრანკ რიბერი: "ბაიერნს" შეუძლია დომინირება გაარძელოს
ჩემპიონთა ლიგა. ფინალი
დორტმუნდი–ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (60), 1:1 გიუნდოგანი (68-პენ), 1:2 რობენი (89)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ბენდერი (90. შაჰინი), გიუნდოგანი - ბლაშჩიკოვსკი (90. შიბერი), როისი, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - მარტინესი, შვაინშტაიგერი -რობენი (93. გომესი), მიულერი, რიბერი (90. ლ. გუსტავო) - მანჯუკიჩი.
გაფრთხილება: გროსკროიტცი - დანტე, რიბერი
იხილეთ ვიდეო
ფრანკ რიბერი: "ბაიერნს" შეუძლია დომინირება გაარძელოს