თბილისის "დინამოს" მეტოქეები - ყველაფერი ფარერებზე გადაწყდება

AutoSharing Option
2 ივლისს ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონის გათამაშება დაიწყო. უპრესტიჟულესი ევროტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ ორი წყვილია, ჩვენს ინტერესს კი ანდორული "ლუსიტანოსისა" და ფარერული "სტრეიმურის" დაპირისპირება იწვევს, რადგან ამ წყვილში გამარჯვებული მეორე რაუნდში თბილისის "დინამოს" მეტოქე იქნება.

წყვილის ფავორიტად ფარერელები მიიჩნევიან, თუმცა 2 ივლისს გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ანდორელთა კარნახით წარიმართა და შესვენებაზე მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

თუმცა მატჩის მეორე ნახევარში კუნძულელები გამოცოცხლდნენ და დროის ორწუთიან მონაკვეთში ორი ბურთის გატანა შეძლეს.

"სტრეიმურმა" წყვილის ფავორიტის სტატუსი გაიმყარა, მაგრამ ყველაფერი ერთი კვირის
შემდეგ გადაწყდება.

საპასუხო შეხვედრა ფარერებზე 9 ივლისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ლუსიტანოსი (ანდორა)-სტრეიმური (ფარერები) 2:2
1:0 მარტინესი (24. პენ), 2:0 მარტინესი (29), 2:1 ა. ჰანსენი (67), 2:2 ლ. ჰანსენი (69. პენ.)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული