
თბილისის "დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის "სტიაუასა" და მაკედონიის "ვარდარს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ "სტიაუამ" შინ "ვარდარს" ანგარიშით 3:0 სძლია, ამიტომ თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე "სტიაუა" უფრო იქნება.
აქვე გეტყვით, რომ "დინამომ" შინ "სტრეიმურს" ანგარიშით 6:1 მოუგო და საპასუხო მატჩს ფარერებში 23 ივლისს ჩაატარებს.
"დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საკუთარ კედლებში 30/31 ივლის გამართავს, ხოლო 6/7 აგვისტოს მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ:
ევროპის ლიგაზე
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]