დუშან უჰრინი: "სტიაუასთან" რუმინეთში მუშაობის პერიოდში არასდროს წამიგია

AutoSharing Option
19 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონის მესამე საკვალფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "დინამო" შემდეგ ეტაპზე სტიაუა-ვარდარის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი შეხვედრა შინ "სტიაუამ" ანგარიშით 3:0 მოიგო.

"სტრეიმურის" ძლევის შემდეგ ჩვენი გუნდის მეტოქე, სავარაუდოდ, "სტიაუა" იქნება. მათ შინ დიდი ანგარიშით იმარჯვეს. "დღევანდელი" სტიაუას შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობ.

განვლილ სეზონში წარმატებით გამოვიდნენ ევროპის ლიგაზე. გუნდში, ძირითადად, რუმინელი ფეხბურთელები თამაშობენ.

რამდენიმე მათგანი - ლატოვლევიჩი, ნიკოლიჩი, ბორჩანუ ჩემთან თამაშობდნენ "ტიმოშარაში".
"სტიაუას" პრაქტიკულად ყველა საშინაო თამაშზე სრული ანშლაგია და იმედი მაქვს, "დინამო არენას" ტრიბუნებიც გაივსება რუმინელებთან შეხვედრის დროს.

რუმინეთში მუშაობის პერიოდში არასდროს წამიგია "სტიაუასთან",
- თქვა უჰრინმა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ! უკვე დროა ქართულმა ფეხბურთმა თავისი ძველი დიდება დაიბრუნოს!
zoro
14:20 20-07-2013
0
სენ იცი აბა უგრინ, უნდა მოიგო!
გიორგი
11:13 20-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული