წილისყრა: "დილას" გაუმართლა, "დინამოს" ჩემპიონთა თასის მფლობელი ერგო

AutoSharing Option
უეფას შტაბბინაში 19 ივლისს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა.

ჯერ უცნობია, რამდენი ქართული კლუბი მიაღწევს შემდეგ ეტაპამდე, მაგრამ თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" მიერ წარმატებით ჩატარებულმა პირველმა მატჩებმა საშუალება მოგვცა, მათ მომავალ მეტოქეებზე ვიმსჯელოთ.

იმედია, საპასუხო მატჩში საჩხერის "ჩიხურაც" ბოლომდე იბრძოლებს წარმატებისთვის.

თბილისის დინამო
ჩემპიონთა ლიგაზე "დინამო" საქმეს, სავარაუდოდ, რუმინულ "სტიაუასთან" დაიჭერს. პირველ შეხვედრაში ბუქარესტელებმა მაკედონიური "ვარდარი" შინ 3:0 გაანადგურეს, რითაც შემდეგი ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონს გაუმართლა - მართალია, მესამე
ეტაპზე განთესილთა შორის ხელწამოსაკრავი გუნდები არ იყვნენ, მაგრამ მაინც შეიძლებოდა, "დინამოს" უფრო სასურველი მოწინააღმდეგე შეხვედროდა. თუმცა ჩვენი ჩემპიონი უშანსოდ მაინც არ არის და დიდი იმედი გვაქვს, სავარაუდოდ, "სტიაუას" ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს და ქართველ გულშემატკივრებს გაახარებს.

რაკი "დინამოს" მეტოქე ბოლომდე არ გარკვეულა, ვრცლად მოგვიანებით ვისაუბროთ. თუმცა რადგან პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, თბილისში რუმინელებს ველით, შეგახსენებთ, რომ "სტიაუა" თავისი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და მიღწევები არც ევროარენაზე აკლია. სხვა ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, გასახსენებლად 1986 წელს მოგებული ჩემპიონთა თასიც კმარა.

"დინამოს" ვებგვერდზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუმინეთში ნამუშევარი დუშან უჰრინის კომენტარი გამოქვეყნდა:

"სტრეიმურის" ძლევის შემდეგ, ჩვენი გუნდის მომავალი მეტოქე, სავარაუდოდ, "სტიაუა" იქნება.

დღევანდელი "სტიაუას" შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობ. გუნდი წინა სეზონში წარმატებით გამოვიდა ევროპის ლიგაზე. "სტიაუაში", უმეტესად, რუმინელი ფეხბურთელები თამაშობენ. რამდენიმე მათგანი - ლატოვლევიჩი, ნიკოლიჩი, ბორჩანუ, ჩემთან თამაშობდა "ტიმოშოარაში".

"სტიაუას" თითქმის ყველა საშინაო მატჩზე ანშლაგია და იმედი მაქვს, მასთან შეხვედრისას "დინამო არენაც" გაივსება. სხვათა შორის, რუმინეთში მუშაობისას "სტიაუასთან" არასდროს წამიგია".


ჩემპიონთა ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
30/31 ივლისი და 6/7 აგვისტო

ჩემპიონთა ჯგუფი
ბაზელი (შვეიცარია)-დიორი ეტო (უნგრეთი)/მაქაბი თელ ავივი (ისრაელი)
სლიგო როვერსი (ირლანდია)/მიოლდე (ნორვეგია)-ნიუ საინთსი (უელსი)/ლეგია (პოლონეთი)
სლოვანი (სლოვაკეთი)/ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-შირაქი (სომხეთი)/პარტიზანი (სერბეთი)
დინამო (საქართველო) /სტრეიმური (ფარერები)-სტიაუა (რუმინეთი)/ ვარდარი (მაკედონია).
აპოელ (კვიპროსი)-ბირკირკარა (მალტა)/მარიბორი (სლოვენია)
სელტიკი (შოტლანდია)/კლიფტონვილი (ჩრდ. ირლანდია)-ელფსბორგი (შვედეთი)/დაუგავა (ლატვია)
ბატე (ბელარუსი)/შახტიორი (ყაზახეთი)-ნეფთჩი (აზერბაიჯანი)/შკენდერბეუ (ალბანეთი)
აუსტრია (ავსტრია)-ეკრანასი (ლიტვა)/ჰაფნარფიორდური (ისლანდია)
ჰიკ (ფინეთი)/ნომე კალიუ (ესტონეთი)-პლზენი (ჩეხეთი)/ჟელეზნიჩარი (ბოსნია)
ფოლა ეში (ლუქსემბურგი)/დინამო (ხორვატია)-შერიფი (მოლდოვა)/სუტიესკა (ჩერნოგორია

ლიგის ჯგუფი
ნორდსიელანდი (დანია)-ზენიტი (რუსეთი)
ზალცბურგი (ავსტრია)-ფენერბახჩე (თურქეთი)
პაოკ (საბერძნეთი)-მეტალისტი (უკრაინა)
პსვ (ჰოლანდია)-ზულტე ვარეგემი (ბელგია)
ლიონი (საფრანგეთი)-გრასჰოპერი (შვეიცარია)

გორის დილა
გორის "დილას" ჯერ თავი ქუდში არ აქვს, მაგრამ დანიურ "ოლბორგთან": შთამბეჭდავად ჩატარებულმა პირველმა მატჩმა და სოლიდურმა ანგარიშმა გიორგი დევდარიანის გუნდს შემდეგი ეტაპისკენ მიმავალ გზაზე, წესით, ხელი ვერაფერმა უნდა შეუშალოს.

"ოლბორგის" მაღალი რეიტინგის გამო, ეს წყვილი განთესილი იყო და შესაბამისად, მაღალი გახლდათ იმის ალბათობა, რომ "დილას" მეტოქედ არცთუ ძლიერი კლუბი ერგებოდა.

ასეც მოხდა და გორელები მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ურთიერთობას ხორვატულ "ჰაიდუკსა" და მაკედონიურ "ტურნოვოს" შორის გამარჯვებულთან გაარკვევენ.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა სპლიტში "ჰაიდუკის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, ასე რომ, ამ წყვილში ყველაფერი მომავალ ხუთშაბათს გაირკვევა.

საჩხერის ჩიხურა
თუ "ჩიხურამ" შვეიცარიული "თუნის" ბარიერი გადალახა, ჩეხურ "სპარტასა" და შვედურ "ჰაკენს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პრაღაში ამ გუნდებმა 2:2 ითამაშეს.

ევროპის ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
1 და 8 აგვისტო

ჩერნომორეცი (უკრაინა)/დაჩია (მოლდოვა)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)/ვესტმანაეიარი (ისლანდია)
სუონსი (ინგლისი)-მალმიო (შვედეთი)/ჰიბერნიანი (შოტლანდია)
სევილია (ესპანეთი)-მლადოსტი (ჩერნოგორია)/სენიცა (სლოვაკეთი)
სენტ ეტიენი (საფრანგეთი)-შახტიორი (ბელარუსი)/მილსამი (მოლდოვა)
ირტიში (ყაზახეთი)/შიროკი ბრიეგი (ბოსნია)-უდინეზე (იტალია)
პეტროლული (რუმინეთი)/ვიკინგური (ფარერები)-ვიტესი (ჰოლანდია)
ჰაიდუკი (ხორვატია)/ტურნოვო (მაკედონია)-დილა (საქართველო)/ოლბორგი (დანია)
იაბლონეცი (ჩეხეთი)-სტრომგოდსეტი (ნორვეგია)/დებრეცენი (უნგრეთი)
ვენტსპილსი (ლატვია)/ჟენეს ეში (ლუქსემბურგი)-მაქაბი ჰაიფა (ისრაელი)/ხაზარი (აზერბაიჯანი)
სკონტო (ლატვია)/ლიბერეცი (ჩეხეთი)-ციურიხი (შვეიცარია)
კუკეში (ალბანეთი)/სარაევო (ბოსნია)-მეტალურგი დ. (უკრაინა)
ყარაბახი (აზერბაიჯანი)/პიასტი (პოლონეთი)-ანორთოსისი (კვიპროსი)/გეფლე (შვედეთი)
დინამო მ. (ბელარუსი)/ლოკომოტივა ზაგრები (ხორვატია)-ტრაბზონსფორი (თურქეთი)/დერი სიტი (ირლანდია)
ჰოდი (ნორვეგია)/აქტობე (ყაზახეთი)-ბრეიდაბლიკი (ისლანდია)/შტურმი (ავსტრია)
ლევადია (ესტონეთი)/პანდურიი (რუმინეთი)-ბეროე (ბულგარეთი)/ჰაპოელი თელ ავივი (ისრაელი)
რიეკა (ხორვატია)/პრესტატინი (უელსი)-ოლიმპია (სლოვენია)/ჟილინა (სლოვაკეთი)
სლასკ ვროცლავი (პოლონეთი)/რუდარი (ჩერნოგორია)-ბრიუგე (ბელგია)
რანდერსი (დანია)-იაგოდინა (სერბეთი)/რუბინი (რუსეთი)
ტრომსო (ნორვეგია)/ინტერი (აზერბაიჯანი)-დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)/უტრეხტი (ჰოლანდია)
ასტერასი (საბერძნეთი)-რაპიდი (ავსტრია)
გიოტებორგი (შვედეთი)/ტრენჩინი (სლოვაკეთი)-ასტრა (რუმინეთი)/ომონია (კვიპროსი)
ჟალგირისი (ლიტვა)/პიუნიკი (სომხეთი)-ჰონკა (ფინეთი)/ლეხი (პოლონეთი)
მოზერველი (შოტლანდია)-ყუბანი (რუსეთი)
ჟრინსკი (ბოსნია)/ბოტევი (ბულგარეთი)-შტუტგარტი (გერმანია)
ეშტორილი (პორტუგალია)-ჰაპოელ რამათ განი (ისრაელი)
ვოივოდინა (სერბეთი)/ჰონვედი (უნგრეთი)-ბურსასფორი (თურქეთი)
ქსანთი (საბერძნეთი)/ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)-რეიკიავიკი (ისლანდია)/სტანდარდი (ბელგია)
სპარტა (ჩეხეთი)/ჰაკენი (შვედეთი)-თუნი (შვეიცარია)/ჩიხურა (საქართველო)
ვალეტა (მალტა)/მინსკი (ბელარუსი)-როსენბორგი (ნორვეგია)-სენტ ჯონსტონი (შოტლანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორ შეიძLება თქვა რომ გორის დილას გაუმართლა? როცა დილა განთესილი იყო და უფრო სუსტი გუნდები იყვნენ სავარაუდო მეტოქეები, თუ მოზერველს არ ჩავთვლით.
Tromsø IL (NOR)/FC İnter Bakı (AZE), FK Kukësi (ALB)/FK Sarajevo (BIH), HNK Hajduk Split (CRO)/FK Turnovo (MKD), Motherwell FC (SCO), FC Levadia Tallinn (EST)/CS Pandurii Lignitul Târgu Jiu (ROU), FK Mladost Podgorica (MNE)/FK Senica (SVK)
Goga
12:02 21-07-2013
0
როგორ შეიძლება თქვა რომ გორის დილას გაუმართლა როცა სავარაუდო მეტოქეებს შორის ჰაიდუკზე უფრო სუსტი გუნდები იყვნენ, ერთადერთ მოზერველს თუ არ ჩავთვლით.
Tromsø IL (NOR)/FC İnter Bakı ,
FK Kukësi (ALB)/FK Sarajevo (BIH),
HNK Hajduk Split (CRO)/FK Turnovo , Motherwell FC (SCO),
FC Levadia(EST)/CS Pandurii (ROU),
FK Mladost(MNE)/FK Senica (SVK)

აბა მოზერველის გარდა რომელი არის აქედან ჰაიდუკზე ძლიერი?
Goga
12:01 21-07-2013
0

სიახლეები პოპულარული