23 ივლისს დუშან უჰრინის გუნდი ადგილობრივ "სტრეიმურთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩს გამართავს. შეგახსენებთ, "დინამო არენაზე" მასპინძლებმა კუნძულელები 6:1 გაანადგურეს და განმეორებითი შეხვედრა ფორმალობად აქციეს.
პირველ მატჩში მიღებული ტრავმის გამო თბილისელებს ირაკლი ძარია დააკლდებათ.
"სტრეიმურთან" თამაშისთვის "დინამოს" თავკაცმა დუშან უჰრინმა ეს 18 ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა;
მცველები: გივი კვარაცხელია, დარკო გლიშიჩი, გიორგი სეთურიძე, უსტარიცი, დავით კვირკველია, დავით ხურცილავა,
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი;
თავდამსხმელები: ჩისკო, ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა, პატრიკ ვუო.
მატჩს უელსელი საიმონ ლი ევანსი განსჯის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
წილისყრა: "დილას" გაუმართლა, "დინამოს" ჩემპიონთა თასის მფლობელი ერგო
დუშან უჰრინი: საპასუხო მატჩის მოგება გვჭირდება - კონცენტრაციისთვის!
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]