22 საათიდან "სტრეიმური"-"დინამოს" შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი კლუბის ვებგვერდზე, fcdinamo.ge-ზე იგეგმება.
მართალია, საქართველოს ჩემპიონმა ფარერული გუნდის განადგურებით (6:1) ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი სათავისოდ უკვე გადაწყვიტა, მაგრამ "დინამო" კუნძულზეც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ეს მესამე რაუნდის წინ დადებითად იმოქმედებს როგორც ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე ქართული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგზეც.
"დინამო" ფარერებზე ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა. გუნდის ჩეხმა თავკაცმა დუშან უჰრინმა იქ 18 ფეხბურთელი წაიყვანა:
მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა;
მცველები: გივი კვარაცხელია, დარკო გლიშიჩი, გიორგი
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი;
თავდამსხმელები: ჩისკო, ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა, პატრიკ ვუო.
"დინამოს" დააკლდება ირაკლი ძარია, რომელიც "სტრეიმურთან" თბილისურ მატჩში დაშავდა.
"დინამო" ტორსჰავნში დაბინავდა და სტადიონ "ტორსვულორზე" მატჩისწინა ვარჯიშიც გამართა. სწორედ ამ არენაზე დაუპირისპირდებიან 23 ივლისს გუნდები ერთმანეთს. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და მას უელსელი საიმონ ევანსი განსჯის.
ფოტოზე: თბილისის "დინამო" ფარერულ გუნდს ქალაქ ტორსჰავნში დაუპირისპირდება
მატჩისწინა კომენტარები:
დუშან უჰრინი: პატრიკ ვუო თბილისის "დინამოს" დიდ დახმარებას გაუწევს
ლევან ხმალაძე: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვსურს
გიორგი სეთურიძე: ეს თამაშიც ერთ-ერთი საკონტროლოთაგანია
ირაკლი ლექვთაძე: "სტრეიმურთან" საპასუხო მატჩშიც მოგება გვინდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
დღეს დინამომ 3ქულა და არცერთი გაფრთხილება!!!