სტრეიმური-დინამო 1:3 - სა­სარ­გებ­ლო რე­პე­ტი­ცია და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა [VIDEO]

AutoSharing Option
თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ" წყვილ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის ბე­დი თბი­ლის­ში­ვე გა­დაწყ­ვი­ტა, მაგ­რამ 23 ივლისს გამართული შეხ­ვედ­რა დუ­შან უჰ­რი­ნის გუნ­დის­თ­ვის უმო­ტი­ვა­ციო მა­ინც არ ყო­ფი­ლა.

ფა­რე­რებ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბო­და რო­გორც ფეხ­ბურ­თელ­თა გან­წყო­ბის, ასე­ვე კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის საკ­ლუ­ბო რე­ი­ტინ­გ­ში ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის კუთხით.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ონ­მა ეს ამო­ცა­ნა წარ­მა­ტე­ბით გა­დაჭ­რა და თბი­ლის­ში მიღ­წე­უ­ლი ან­გა­რი­შის გა­მე­ო­რე­ბაც თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო, მაგ­რამ ბევ­რი სა­გო­ლე მო­მენ­ტი გა­ა­ნი­ა­ვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უჰ­რინ­მა თბი­ლი­სუ­რი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ორი ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აქე­დან ერ­თი იძუ­ლე­ბი­თი იყო - ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ირაკ­ლი ძა­რი­ას ად­გი­ლი ელ­გუ­ჯა გრი­გა­ლაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა, რო­მელ­მაც თა­ნა­გუნ­დე­ლი "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" პირ­ველ ტა­იმ­ში
შეც­ვა­ლა და "სტრე­ი­მურს" გო­ლიც გა­უ­ტა­ნა; მა­კე­დო­ნი­ე­ლი დარ­კო გლი­შიჩის ნაც­ვ­ლად კი "დი­ნა­მოს" ჩეხ­მა თავ­კაც­მა უპი­რა­ტე­სო­ბა გი­ორ­გი პა­პა­ვას მი­ა­ნი­ჭა.

Sportall.Geსტუმ­რებ­მა სა­გო­ლე შან­სე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფლან­გეს, მატ­ჩის დე­ბი­უტ­ში კი სი­ზუს­ტე არ ღა­ლა­ტობ­დათ.

მე-7 წუთ­ზე გრი­გა­ლაშ­ვი­ლის წაქ­ცე­ვის­თ­ვის და­ნიშ­ნუ­ლი თერ­თ­მეტ­მეტ­რი­ა­ნი ჩის­კომ გა­მო­ი­ყე­ნა. სხვათა შორის, ესპანელი "დი­ნამოს" მიერ ევროთასებზე გატანილი მე-200 გოლის ავტორად მიგვევლინა. ხუ­თი­ო­დე წუთ­ში კი იმა­ვე გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ჩა­წო­დე­ბულ ბურთს თა­ვი ჯა­ბა დვალ­მა შე­ა­გე­ბა და ან­გა­რი­ში ორამ­დე გა­ზარ­და.

"დი­ნა­მოს" მატ­ჩის სა­და­ვე­ე­ბი ხე­ლი­დან არც ამის შემ­დეგ გა­უშ­ვია, მაგ­რამ კა­რი მშრა­ლად ვერც ამ­ჯე­რად შე­ი­ნა­ხეს. მას­პინ­ძ­ლებ­მა პრეს­ტი­ჟის გო­ლის გა­ტა­ნა თბი­ლი­სელ­თა უკა­ნა ხა­ზის შეც­დო­მის წყა­ლო­ბით შეძ­ლეს.

რო­გორც უკ­ვე ვთქვით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ონს ბევ­რად სო­ლი­დუ­რი ან­გა­რი­შით გა­მარ­ჯ­ვე­ბა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ მე­ო­რე ტა­იმ­ში ერ­თის მე­ტი ვერ გა­ი­ტა­ნა. შეც­ვ­ლა­ზე შე­სულ­მა გლი­შიჩ­მა მე­ტად ეფექ­ტუ­რი დარ­ტყ­მით და­ლაშ­ქ­რა კუნ­ძუ­ლელ­თა კა­რი.

"დი­ნა­მომ" მთა­ვა­რი მი­ზა­ნი შე­ას­რუ­ლა - ფა­რე­რუ­ლი ბა­რი­ე­რი ორი გა­მარ­ჯ­ვე­ბით გა­და­ლა­ხა და ისიც პო­ზი­ტი­უ­რი ფაქ­ტია, რომ მე­სა­მე რა­უნ­დის პირ­ველ მატ­ჩ­ში გაფ­რ­თხი­ლე­ბა­თა გა­მო არა­ვის მო­ი­საკ­ლი­სებს.

უჰ­რი­ნის გუნ­დი შემ­დეგ ეტაპს ტრავ­მი­რე­ბულ­თა გა­რე­შე ვერ ხვდე­ბა და ისიც კარ­გია, რომ ფარერულ ხე­ლოვ­ნურ სა­ფარ­ზე ქარ­თ­ვე­ლებს არა­ვინ და­უ­შავ­დათ.

30 ივ­ლისს "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მკა­ფიო პა­სუხს გაგ­ვ­ცემს შე­კითხ­ვა­ზე, თუ რა ძა­ლაა "დი­ნა­მო" ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­მით.

"სტრე­ი­მუ­რი" უკ­ვე წარ­სუ­ლია, რუ­მი­ნულ "სტი­ა­უ­ას­თან" და­პი­რის­პი­რე­ბა, ცხა­დია, სულ სხვა სირ­თუ­ლი­სა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ "დი­ნა­მო" ნამ­დ­ვი­ლად არ არის უშან­სოდ.

მატჩისშემდგომი კომენტარები:
დუშან უჰრინი: უნდა მოგვეგო, თუნდაც პრესტიჟისა და კოეფიციენტისთვის
დარკო გლიშიჩი: "სტიაუასთან" ორი საინტერესო მატჩი გველის
დავით ხურცილავა: ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტრაბახის და ბაქიბუქობის დრო დამთახრდეს უნდა,ერთ კვირაში გამოჩნდება დინამო რა გუნდიცაა,გაფრთხილებთ მწვრთნელებო გია ცეცაძისავით არ მოგივიდეთ,ფრთხილად იყავით.
roma
13:45 24-07-2013
0
ამს დაამატეთ ისიც რომ ლორია ორივე თამაშში შეცდა.
ramo
12:52 24-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული