უეფამ თბილისის "დინამოსა" და ბუქარესტის "სტიაუას" მატჩისთვის მსაჯები დანიშნა

AutoSharing Option
30 ივლისს, "დინამო არენაზე", თბილისის "დინამოსა" და ბუქარესტის "სტიაუას" შორის გასამართ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

შეხვედრის არბიტრი რობერტ შიორგენჰოფერი იქნება, რომელსაც როლანდ ბრანდნერი და მათიას ვინზაუერი დაეხმარებიან. სათადარიგო არბიტრის ფუნქციებს კრისტიან დინტარი შეასრულებს.

6 აგვისტოს ამავე გუნდების საპასუხო შეხვედრას ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ისლანდიელები გაუძღვებიან.

არბიტრი - კრისტინ იაკობსონი, ლაინსმენები - სიგურდურ ოლი ტორლეიფსონი და ბირკირ სიგურდარსონი, მეოთხე ოფიციალური - გუნარ იარლ იონსონი.

რაც შეეხება ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკისა" და გორის
"დილას" პირველ მატჩს, 1 აგვისტოს ხორვატიაში, "პოლიუდზე", მათ დაპირისპირებას ებრაელი ეიტან შემეულევიჩი გაუძღვება.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ განსჯის თბილისში მათ საპასუხო შეხვედრას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან გAGVIჭირდება ქართული ფწეხბურთი ყნდა ვითამაშოთ იქაც და აქც შეტევაა,შეტევა,Gორის დილას თბილისშიც გაუჭირდება ეგოისტი თბილისელები,ათ ლარს დაიშურებენ ტრიბუნები ცარიელი იქნება ,გორელები მაინც ჩამოიყვანონ უვარგისმ ბიზნესმენებმა.კომენტატორებიც უცხვვირფიროდ,ყველაფერზე ილაფარაკებენ,გარდა მატჩის მსვლელობისა.ტრანსლიაციაც უვარგისი ინება,თუმცა სფონსორს,ყოველ ხუთ წუთში გამოაცხადებენ,ფეხბურთის არამცოდნე კომენტატორები
London.Рab Trafalgar
19:06 28-07-2013
0
წელს მარტში ჩელსისთვის მოუგია.
კონტრშეტევაში ძაან მაგარია, ჩვენებს რომ უყვართ ცენტრში ბურთის დაკარგვა, აი მაგაზე იხეირებენ. ფლანგებს დაგვიხვრიტავენ. მეტი რა დარჩა? ჩვენებმა ლორიას გამოისობით თითო თამაშში თითო ავტოგოლი გავუშვით. ჰოდა დასკვნები გააკეთეთ.
koko
19:51 27-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული