თბილისის "დინამომ" ბუქარესტის "სტიაუა" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. დუბლი 19 წლის გაბრიელ იანჩუმ გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გახსნა მასპინძლებს შეეძლოთ - 61-ე წუთზე 11-მეტრიანის გამოყენება ჩისკომ ვერ შეძლო.
დუშან უჰრინი:
"პირველ რიგში, "სტიაუას" მივულოცავ გამარჯვებას.
გამოუყენებელ პენალტამდე, ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ და თამაშიც მეტ–ნაკლებად თანაბრი იყო.
ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. "სტიაუა" საკუთარი თამაშის სტილით ყოველთვის გამოირჩევა, თუმცა უნდა ითქვას,
ლაურენციუ რეგეკამფი:
"ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. კარგი მატჩი გამოვიდა. მეტოქეს პენალტი რომ გამოეყენებინა, თამაშის სურათი შეიცვლებოდა და სხვაგვარად წარიმართებოდა.
მიუხედავად დღევანდელი მოგებისა, არ მიმაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე თამაში გავინაღდეთ".
ასევე იხილეთ:
დინამო-სტიაუა 0:2: სასწაულის იმედად დავრჩით
"დინამომ" უბრალოდ ფეხბურთის თამაში არ იცის და საშუალო კლასის რუმინულმა გუნდმა ყველაფერში გვაჯობა.ჩვენი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იმდენად არარეალურია, რომ მასზე ლაპარაკიც არ ღირს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ალბათ ვერც ევროპის ლიგის ჯგუფურამდე მივაღწევთ, რადგან თავზემოთ ძალა არ არის. დინამო და ბურთი ერთმანეთთან ისეა, როგორც საჭურისი და ქალი...თუმცა საჭურისს ქალის დაჩქმეტა მაინც შეუძლია...