"ვიქტორიას" მცველი: ჩვენ სკუტერებით დავდივართ, სიტელები - "ფერარებით"

AutoSharing Option
17 სექტემბერს "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 3:0 გაანადგურა პლზენის "ვიქტორია".

ჩეხების კარში გოლები ედინ ჯეკომ, იაია ტურემ და სერხიო აგუერომ გაიტანეს.

საინტერესო ფრაზა თქვა მატჩის შემდეგ "პლზენის" მცველმა დავიდ ლიმბერსკიმ, რომელიც ნათლად უსვამს ხაზს სხვაობას გუნდებს შორის:

"პირველი ტაიმის დასაწყისში, უბრალოდ, ჩაგვეძინა და სამი გოლიც მივიღეთ.

თამაშის შემდეგ ბიჭებმა ვილაპარაკეთ და შევთანხმდით - ჩვენ სკუტერებით გადავაადგილდებით, მაშინ, როცა მეტოქე "ფერარით" დადის.

ჩვენ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა - "სიტი", უბრალოდ, უკეთესია"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I
ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული