უეფამ ზაგრების "დინამო" დასაჯა

AutoSharing Option
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში რასისტული შეძახილებისთვის ხორვატიის ჩემპიონი ზაგრების "დინამო" დასაჯა.

ხორვატებს მხოლოდ ეს არ ედებათ ბრალად; ასევე, "დინამომ" ყვითელი ბარათების ლიმიტს (5 და მეტი მატჩში) გადააჭარბა, რასაც ავტომატურად მოჰყვება საჯარიმო სანქცია, ხოლო გუნდის ფანებმა პირო-ტექნიკით "გამოიჩინეს თავი" ტრიბუნებზე.

საერთო ჯამში, "დინამომ" სამ შეხვედრაში დაარღვია უეფას წესები - ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო მატჩში შინ მოლდოვური "შერიფის" წინააღმდეგ და პლეი ოფის ორივე შეხვედრაში ავსტრიულ "აუსტრიასთან".

ხორვატიის ჩემპიონი მომავალ ორ საშინაო საერთაშორისო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. კლუბი 70,2 ათასი
ევროთიც დაჯარიმდა.

უეფამ თავის პრიორიტეტულ მისიად გაიხადა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ განსაკუთრებით ისჯება რასისტული ქცევები ტრიბუნებსა თუ მოედნებზე.

სხვათა შორის, ამას წინათ, უეფას გადაწყვეტილებით, 6 კლუბს 2013/14 წლების სეზონში ევროთასებზე გამომუშავებული ჰონორარი აღარ მიეცემა, რადგან ამ კლუბებს ფინანსური დარღვევები აქვთ (ძირითადად, დავალიანებები ყოფილ ფეხბურთელებთან თუ მომსახურე პერსონალთან).

აღსანიშნავია, რომ ამ კლუბებში გიორგი ილურიძის "ჰაიდუკიცაა" (ხორვატია). აქვე გეტყვით სხვა კლუბებსაც, რომელთაც აღარ მიეცემათ ჰონორარი: "პლოეშტი" (რუმინეთი), "მეტალურგი" დონეცკი (უკრაინა), "ზრინსკი" (ბოსნია), "სკონტო" (ლატვია) და "ტრაბზონსპორი" (თურქეთი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული