მასიმილიანო ალეგრი: "მილანმა" "აიაქსს" ყველაფერში აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 1-ელ ოქტომბერს გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ალეგრის აზრით, ამსტერდამში "აიაქსთან" შეხვედრის შედეგი - ფრე 1:1, უსამართლოა და იტალიელებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს.

მატჩის ბოლო წუთზე მასპინძლები სტეფანო დენსვილმა დააწინაურა, თუმცა დამატებულ დროში მარიო ბალოტელიმ 11-მეტრიანიდან გაათანაბრა.

"მილანმა" განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩაატარა. ჩვენ სრულებით ვაკონტროლებდით შეხვედრას და თამაშის სადავეები ხელთ გვეპყრა.

მეორე ტაიმში "აიაქსს" უკვე აღარ შეეძლო ჩვენ მიერ ნაკარნახევი ტემპისთვის გაძლება, მაგრამ მაინც გაიტანა...

მართალია, "მილანმა" ბოლოსღა შეძლო
გათანაბრება, მაგრამ მთლიანობაში, მეტოქეს აშკარად ჯობდა",
- აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მილანური დეჟავუ ამსტერდამში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული