სესკ ფაბრეგასი: "ბარსელონამ" ისე ითამაშა, როგორც სჭირდებოდა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა, რომელიც ერთადერთი გოლის ავტორი გახდა "სელტიკთან" 1-ელ ოქტომბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურის მატჩში, ყურადღება თამაშის სირთულეზე გაამახვილა.

ფაბრეგასმა გოლი შეხვედრის 75-ე წუთზე თავით გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ფეხბურთელის თქმით, კატალონიელები გლაზგოში მკაცრად განსაზღვრული გეგმის თანახმად მოქმედებდნენ და დამსახურებულადაც მოიგეს.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"თამაშის წინ ვიცოდით, როგორი რთული შეხვედრა გველოდა წინ.

საერთოდ, "სელტიკი" თავს საკმაოდ კარგად იცავს და ამავდროულად, კონტრშეტევების განხორციელებაც ეხერხება. შესაბამისად, თამაში ვერ იქნებოდა იოლი.

თუმცა, "ბარსელონამ" ითამაშა ისე, როგორც
საჭირო იყო. ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია",
- აქვეყნებს ფაბრეგასის ნათქვამს "ბარსელონას" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მილანური დეჟავუ ამსტერდამში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული