დევიდ მოიესი: დღეს უეინ რუნი, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა "რეალ სოსიედადთან" მატჩის (1:0) შემდეგ უეინ რუნი აქო და ადიდა.

23 ოქტომბერს, "ოლდ ტრეფორდზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის მატჩში მასპინძლებმა 3 ქულა ინიგო მარტინესის ავტოგოლით მოიპოვეს...

გოლი კი ყველაზე სწრაფი იყო მე-3 ტურში, ის უკვე მე-2 წუთზე გავიდა: რუნიმ მცველები მოატყუა, კარშიც კარგად დაარტყა, მაგრამ ძელმა ბურთი უკუაგდო.

აი, ზუსტად აქ შეცდა მარტინესი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"დღეს გუნდმა დასახულ ამოცანას თავი კარგად გაართვა.
ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და ეს კარგი ფეხბურთის ჩვენებით შევძელით.

ჩვენ შეგვეძლო და გვმართებდა კიდეც მეტის გატანა, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ეს კარგი გამარჯვება იყო. ჩვენი საქმე გავაკეთეთ.

შაბათს, პრემიერლიგის მატჩში ერთბურთიანი უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და ცოტა არ იყოს, ამის გამო დღეს ვნერვიულობდით. ხუთი და ექვსი გოლი
რომ გაგვეტანა, ასეთი ფიქრები არ შეგვაწუხებდა...

უბრალოდ, ბრწყინვალე იყო დღეს უეინ რუნი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წუთი სულ მას ვუყვიროდი. უბრალოდ, მინდა, რომ ისეთი ტოპ-ფორვარდი, როგორიც რუნია, კარგად თამაშობდეს.

ვარჯიშებზე გაწეული სამუშაოსთვის მას პირველი დღიდან ვაქებ და მგონი, ამას მთელი ინგლისი ხედავდა, მაგრამ აუცილებელია, რომ ის ასეთი თამაშის დემონსტრირებას მუდმივად ახერხებდეს.

ვფიქრობ, დღეს ისიც და ჩვენი სხვა ფეხბურთელებიც ბრწყინვალედ გაისარჯნენ",
- აქვეყნებს მოიესის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. A ჯგუფი: ორი ნამდვილი ერთი მოჩვენების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული