შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს "მილანი", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის ფარგლებში, "სელტიკს" ესტუმრება.
"სავსებით ნორმალურია, რომ გულშემატკივრები მოცემულ სიტუაციაში იმედგაცრუებულები არიან.
კლუბის თითოეული თანამშრომელი ასევე იმედგაცრუებულია. მე ვამბობ სამწვრთნელო შტაბზე, ფეხბურთელებსა და პერსონალზე. უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ქომაგებმაც უნდა დაგვიჭირონ მხარი.
ბოლო მატჩებში ცუდ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. სერია A და ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა ტურნირია.
"სელტიკთან" მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ.
"სელტიკი" ძლიერი გუნდია, რომელიც აგრესიულ თამაშსაა მიჩვეული. ტაქტიკური თვალსაზრისით გამართულად უნდა ვითამაშოთ", - თქვა ალეგრიმ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: თუფაქი, ჰევი მეტალი და კარუზო