რაფაელ ბენიტესი: წაგების შემთხვევაშიც ჯგუფიდან გასვლის შანსი გვრჩება

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"უმაღლესი დონის მეტოქე გვეყოლება, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. დორტმუნდელებმა ეს დაიმსახურეს გასულ სეზონში საკუთარი თამაშით. მიყვარს მსგავსი დაპირისპირებები. ეს მატჩი ჩვენს ნამდვილ დონეს გვანახებს.

თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა დადოს. ნახევარმცველები მცველებს დაეხმარებიან, ხოლო როცა ბურთი ჩვენ გვექნება, მცველები შემტევებს უნდა დაეხმარონ. ერთიანი გუნდის ხილვა მსურს.

გუნდი ჯერ კიდევ ვითარდება. მარცხი და ფრეც ჯგუფიდან გასვლის შანსს დაგვიტოვებს.

ორივე გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობთ, რომ
დორტმუნდელები შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ, ჩვენ კი მათი შეტევების მოგერიება უნდა მოვახერხოთ და კონტრშეტევები შევქმნათ",
- თქვა ბენიტესმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: თუფაქი, ჰევი მეტალი და კარუზო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული