"ბარსას" კარში გოლის მოზეიმე "აიაქსის" ფანი ტრიბუნიდან ჩამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" გულშემატკივარი, რომელიც ტრიბუნიდან ჩამოვარდა, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს.

შემთხვევა 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩის დროს მოხდა, რომელშიც "აიაქსი" კატალონიურ კლუბის დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 იმარჯვა.

როგორც "ფრანს პრესი" იტყობინება, იმ ტრიბუნიდან, სადაც "აიაქსის" ყველაზე აქტიური ფანები ისხდნენ, "ბარსელონას" კარში მეორე გოლის გასვლის მომენტში მამაკაცი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ბეტონზე თავით დაეცა.

გულშემატკივარს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი შვეულმფრენით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობა, რომ დაშავებული გ
არდაიცვალა, თუმცა ოფიციალურად ეს არ დადასტურებულა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გადაარჩენდა მაგ საცოდავს,რამდენი სისხლი დაუკარგავს.
zas.
15:36 27-11-2013
0
1 წუთში გაიყვანეს. ჩვენთან 40-ს ადგილზე გადაუხდიდნენ.
merabi
14:18 27-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული