28 ნოემბერს "ბებერმა ქალბატონმა" "კოპენჰაგენს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 მოუგო. მასპინძელთაგან ჰეთ თრიქით სწორედ ჩილელი ფეხბურთელი გამოირჩა.
"სამი გოლის გატანა - ეს ოცნების ახდენაა. ეს დღე ჩემთვისაც განსაკუთრებულია და ყველა ჩილელისთვისაც. მთავარი კი ისაა, რომ მოვიგეთ და ჯგუფიდან გასასვლელად წინ ნაბიჯი გადავდგით.
ეს ჩემი პირველი ჰეთ თრიქია და ამით ძალიან ვამაყობ.
ჩვენ არცთუ იოლ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ თუკი სათანადო დონეზე ვითამაშებთ, პლეი-ოფში გასვლა შეგვიძლია.
დღეს კარგად გავისარჯეთ,
ახლა "იუვენტუსს" წინ ძალიან რთული მატჩი აქვს "გალათასარაისთან", მაგრამ შევეცდებით, თურქეთშიც ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. მართალია, მიზნის მისაღწევად ქულაც გვყოფნის, მაგრამ მაინც მოსაგებად ვიბრძოლებთ", - თქვა ვიდალმა.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. B ჯგუფი: დიდება მეფესა, "იუვემ" მოიგო! [VIDEO]