მიზნის მისაღწევად "გალათასარაისთან" გასვლით შეხვედრაში ქულის მოპოვებაა საჭირო. მოკლედ, ტურინელებს საქმეები კარგად მისდით - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სერია A-ს გასულ ტურში "ვეკია სენიორამ" ლიდერის პოზიციიდან "რომა" ჩამოაგდო და თვითონ მოექცა სატურნირო ცხრილს სათავეში.
და მაინც, "იუვე" სერია A-ში და "იუვე" ლიგაზე, სხვადასხვა გუნდია - ეს "გაძეტა დელო სპორტის" დასკვნაა, რომელიც შლის თემას და ამტკიცებს, რომ "ბიანკონერიმ" დიდად ვერც "კოპენჰაგენთან" საშინაო შეხვედრაში
ტურინელთა იერიშები თითქოს, იოლად იკითხებოდა და რომ არა სკანდინავიელთა უცნაური შეცდომები დაცვით ფაზაში, შესაძლოა, კონტეს შეგირდებს ვერც ამ შეხვედრაში გაემარჯვათ.
შეცდომებში ორ თერთმეტმეტრიანს ვგულისხმობთ - ერთხელ რატომღაც ხელით დაიჭირა ბურთი უკანახაზელმა, ხოლო მეორეჯერ ფერნანდო ლორენტე უმოწყალოდ მოცელეს. "იუვე" უფრო ძლიერი იყო და "იუვე" იმსახურებდა მოგებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, მთავარი მაინც შედეგია და ამად იყო, რომ ნამატჩევს მწვრთნელ-ფეხბურთელები უგუნებობას არ უჩიოდნენ...
მატჩის გმირი არტურო ვიდალი გახლავთ, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა და მის მიღწევას ვერც ის აკნინებს, რომ ორი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა. ვიდალი "იუვეს" ლიდერად ყალიბდება და ამად არის, რომ კლუბის მესვეურები მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე გააფთრებით მუშაობენ... მძიმე "იუვენტუსს" ვიდალმა მოაგებინა, ეს იყო ჩილელის შოუ...
ანტონიო კონტე ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "მოგება დავიმსახურეთ, რადგან "კოპენჰაგენი" ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ. ამასთან, მეტოქეს კომპლიმენტები მინდა ვუძღვნა - სკანდინავიელებმა იბრძოლეს, ანგარიშიც გაათანაბრეს და ბევრიც გვანერვიულეს. სტამბულში ფრეც გვაწყობს? - "იუვენტუსის" დნმ არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ფრეზე ვითამაშოთ - ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ".
არტურო ვიდალი (იუვენტუსი): "ეს იყო ჩემი პირველი ჰეთ თრიქი კარიერაში, რომლითაც ძალიან ვამაყობ. დარწმუნებული ვარ, ეს დღე არა მარტო ჩემთვის, ყველა ჩილელისთვის იყო მნიშვნელოვანი. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც გუნდის წარმატებაა - ჩვენ აღარ მოგვიწევს პარალელური მატჩისთვის თვალის მიდევნება. მთავარია, სტამბულში ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მხოლოდ გამარჯვება, სხვა მიზანი, უბრალოდ, არ გვაქვს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. B ჯგუფი: დიდება მეფესა, "იუვემ" მოიგო! [VIDEO]