ანტონიო კონტე: ეს ჩვენთვის პირველი გადამწყვეტი მატჩი არაა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სტამბულში, "გალათასარაისთან" 10 დეკემბერს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ თავის მოლოდინზე ისაუბრა.

ტურინელებს B ჯგუფში მეორე ადგილის შესანარჩუნებლად და პლეი-ოფში გასასვლელად თურქეთში არწაგება მართებთ. მარცხის შემთხვევაში, ანტონიო კონტეს შეგირდები ჯგუფში ჩარჩებიან, შემდეგ ეტაპზე კი თურქული გუნდი გავა.

"ეს ჩვენთვის პირველი გადამწყვეტი მატჩი არაა. ამისთანა თამაშები მომავალშიც მრავლად გვექნება. უბრალოდ, ეს შეხვედრა - ერთი მორიგი ნაბიჯია განვითარების გზაზე, რომელსაც ვადგავართ.

ჩვენ საკმაოდ ძლიერ "გალათასარაის" ვეთამაშებით, რომელიც აუცილებლად შეეცდება, საკუთარი მოედნის უპირატესობა გამოიყენოს. არ უნდა ვიფიქროთ
იმაზე, რომ ფრეც გვაკმაყოფილებს და უნდა ვეცადოთ, თამაში ჩვენი კარნახით წარიმართოს.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამარჯვებისთვის ვითამაშებთ"
, - თქვა კონტემ.

აღსანიშნავია, რომ "გალათასარაი", რომელსაც რობერტო მანჩინი წვრთნის, 3-5-2 სქემით თამაშობს, ისევე, როგორც "იუვენტუსი". კონტემ თავის თანამემამულე კოლეგაზეც ისაუბრა:

"მანჩინი ბრწყინვალე სპეციალისტია. "გალათასარაი" საიმედო ხელშია ისევე, როგორც ეს თერიმის დროს იყო.

მანჩინი კლუბში ახლახან მივიდა და როგორც ყველას, მასაც სჭირდება დრო, რომ დამკვიდრდეს კლუბში და გუნდს საკუთარი სათამაშო ფილოსოფია მოარგოს"
.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტურის წინ: ოცნება, რწმენა, ილუზია, ომი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული