შეგახსენებთ, 10 დეკემბერს სტამბულში გამართული მატჩის 31-ე წუთზე ძლიერი თოვის გამო მთავარმა არბიტრმა პედრუ პროენსამ გუნდები გასახდელში გაუშვა.
"ალი სამი იენის" გადათეთრებული მინდვრის წესრიგში მოყვანა შეუძლებელი გახდა და საბოლოოდ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ტურინულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად ხელს ფრეც აძლევს, თურქებს კი აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. D ჯგუფში პირველი ადგილი მადრიდის "რეალმა" დაიკავა, "კოპენჰაგენი" კი მეოთხეა.
ასევე იხილეთ: