16 დეკემბერს გამართულ წილისყრაზე კატალონიურ გრანდს მეტოქედ "მანჩესტერ სიტი" ერგო. წარსულში ცნობილმა მეკარემ კი გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ ორი გუნდის მომავალი დაპირისპირებით მაყურებელი განსაკუთრებით ისიამოვნებს.
"მეტოქედ ძლიერი გუნდი გვერგო. "მანჩესტერ სიტის" ბევრ ფეხბურთელს საკმაოდ კარგად ვიცნობთ.
ორივე გუნდი განსაკუთრებით ძლიერი თავდასხმაშია, თუმცა, ამასთან, ყველა ხაზი ბრწყინვალედ აქვთ დაკომპლექტებული.
მომავალი მატჩებით ძალიან ისიამოვნებს გულშემატკივარი", - აქვეყნებს სუბისარეტას ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა