18 თებერვალს გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "სიტის" - 2:0. თამაშზე დიდი გავლენა 53-ე წუთზე დემიკელისის გაძევებამ იქონია, რის შემდეგაც ჯო ჰარტის კარში გოლები ლიონელ მესიმ (პენალტით) და დანი ალვეშმა გაიტანეს.
"ძალიან კარგად ვთამაშობდით და ვცდილობდით, გაგვეთანაბრებინა, თუმცა მეტოქემ ბოლო წუთზე მეორედაც აიღო ჩვენი კარი. არადა, 11-მეტრიანამდე "ბარსელონას" ჩვენს კარში გოლის გატანის შანსი არ ჰქონია.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ფეხბურთელის გაძევების
ბურთს მეტწილად "ბარსელონა" ფლობდა, მაგრამ ფლობდა მას იქ, სადაც ამის უფლებას ჩვენ ვაძლევდით. ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს თამაში იშვიათად მიმდინარეობდა - ჩვენც სწორედ ეს გვსურდა.
დღეს ჩემმა ბიჭებმა ვაჟკაცურად იბრძოლეს, აჩვენეს ხასიათის სიმტკიცე და ათი კაცითაც კი შეეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას.
რა თქმა უნდა, შევეცდებით, მდგომარეობა "კამპ ნოუზე" გამოვასწოროთ. სწორედ ასე იყო "ბაიერნთან" პაექრობის დროსაც, რომელთანაც ასევე პირველად შინ დავმარცხდით. ამ შემთხვევაში, მეორე გოლმა მნიშვნელოვნად გაგვირთულა ამოცანა და დღეს "ბარსელონას" დიდი უპირატესობა აქვს.
ვნახოთ, რა გამოვა საპასუხო მატჩში. ჩვენ მიზნად ამა თუ იმ ჯილდოს მოპოვებას არასდროს ვისახავთ. უბრალოდ, ვცდილობთ, ნებისმიერი ტურნირის ნებისმიერ მატჩში გავიმარჯვოთ, შემდეგ კი გამოჩნდება, მოგვიტანს თუ არა ეს ჯილდოს", - აქვეყნებს პელეგრინის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია [VIDEO]