მილანი-ატლეტიკო. გამოხმაურება: მილანური ოპტიმიზმი

AutoSharing Option
პირველ ტაიმში "მილანმა" დაჯაბნა "ატლეტიკო" და მართალია, გოლი არ გაუტანია, მთლიანობაში, უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

ეს იყო "როსონერის" საუკეთესო ტაიმი მას შემდეგ, რაც გუნდს კლარენს ზეედორფი ჩაუდგა სათავეში და ეს ტაიმი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იტალიურ საფეხბურთო სამყაროს ლომბარდიული გრანდი კრიტიკის ქარცეცხლში არ გაეტარებინა.

პირიქით, მიუხედავად საკუთარ კედლებში განცდილი მარცხისა, "მილანი" არავინ ჩამოწერა და ბევრი იმასაც ამბობს, რომ ზეს შეგირდებს გასვლაზე წარმატების მიღწევის საკმაოდ კარგი შანსი აქვთ.

დიახ, ასეთია რეალობა და ამ ოპტიმიზმს თავად მწვრთნელ-ფეხბურთელებიც იზიარებენ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კლარენს ზეედორფი:
"ვამაყობ ჩემი შეგირდებით, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს დადებითი შედეგის მისაღწევად. სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ დუელი ორი რაუნდისგან შედგება და წინ გადამწყვეტი მატჩი გველოდება.

ვფიქრობ, გულშემატკივრებს აქვთ საბაბი, განმეორებით შეხვედრას ოპტიმისტურად დაელოდონ.

დასანანია, რომ ბოლო 15 წუთში შედარებით დავაგდეთ ტემპი და ამან დათვური სამსახური გაგვიწია. მომენტებსაც მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. ორი-სამი გოლის გატანა მაინც შეგვეძლო და ამ დროს მეტოქემ ერთი შანსი გამოიყენა.

ვეცდებით, შეცდომები მადრიდში გამოვასწოროთ, რადგან ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას"
.

ადელ ტაარაბტი:
"ამ მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს, რადგან წინ მეორე თამაშია და მთელი 90 წუთი გვექნება იმისთვის, რომ დუელი საჩვენოდ შემოვატრიალოთ. ვფიქრობ, გვაქვს იმის საფუძველი, რომ არ დავნებდეთ და განმეორებით შეხვედრას ოპტიმიზმით დაველოდოთ.

აშკარად ვჯობდით მეტოქეს და წესით, თამაში ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო.

"ატლეტიკო" ძლიერი გუნდია, ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია და დღეს გამოჩნდა, რომ არც "მილანია" ისეთი სუსტი, როგორც ეს ბევრს ჰგონია"
.

ანდრეა პოლი:
"მეტი დავიმსახურეთ და ის შედეგი, რაც ტაბლოზეა, არ ასახავს რეალობას. გულშემატკივრებმა უნდა იამაყონ ჩვენით, რადგან მთლიანობაში, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ.

წინ მეორე მატჩია, რომელიც გაარკვევს კიდეც გამარჯვებულის ვინაობას. ჩვენ შევუტევთ და ვეცდებით მადრიდში გავაკეთოთ ის, რაც მილანში ვერ მოვახერხეთ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილანი-ატლეტიკო 0:1 - "ატლეტიკომ" სტატუსი გაამართლა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული