13:27 25-02-2015
ნეიმარის ინციდენტი ტრიბუნაზე: დედამ ის მასწავლა, რაც "სიტის" ფანმა არ იცის [VIDEO]
AutoSharing Option
ნეიმარი შეხვედრის მე-80 წუთზე შეცვალეს. სათადარიგოთა სკამზე ყოფნის დროს "სიტის" ერთ-ერთმა ქომაგმა ნეიმარს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე, "მყვინთავი" უწოდა, რასაც შემდეგ გაწევ-გამოწევა მოჰყვა, თუმცა სტიუარდმა სიტუაციის განტვირთვა დროულად შეძლო.
ინციდენტის შემდეგ ნეიმარმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"მე მას მხოლოდ ვეთამაშებოდი. მან ლანძღვა დამიწყო, მე კი მას დავცინე. რა მითხრა? ამას ვერ გავიმეორებ. დედამ აღმზარდა და ისეთი რამე მასწავლა, რასაც "სიტის" ქომაგს დედამისმა ნამდვილად არ ასწავლა", - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" სტუმრად "მანჩესტერ სიტი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი 18 მარტს გაიმართება.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
სიტი-ბარსელონა 1:2 - ერთი თავით მაღლა სუარესი და მესია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ცვეტში კი არა შავ-თეთრში მოიგო
0
0
კი კი მალაგამ ცვეტში მოიგო, ისე კი სითის გუშინდელ თამაშს ნახდად არ შეედრება მალაგას ბოლო თამაში ბარსასთან.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული