პორტუ VS ბაიერნი - აუტსაიდერი, რომელიც ისვრის

AutoSharing Option
მართალია, "პორტუ" აუტსაიდერია "ბაიერნთან" დაპირისპირებაში, მაგრამ ისტორია გვეუბნება, რომ ერთხელ "დრაკონებს" უკვე მოუხდენიათ სენსაცია ამ დაპირისპირებაში, თანაც, ახლა "ბაიერნს" საკადრო პრობლემებიც მოეძალა...

ეს სენსაცია 1987 წლის ევროპის თასზე მოხდა, თანაც ფინალში, რომელიც ვენაში გაიმართა. პორტუგალიელებმა 2:1 მოიგეს.

სტატისტიკა
* "ბაიერნი" პორტუგალიაში ჯერაც დაუმარცხებელია.

* ბოლო ექვს წელიწადში პირველად, "პორტუ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშობს.

* ევროთასების მეოთხედფინალურ ეტაპზე ეს გუნდები მესამედ ხვდებიან ერთმანეთს და წინა ორი დუელი "ბაიერნმა" მოიგო.

* ხუთგზის ტრიუმფატორი "ბაიერნი" შეეცდება, ზედიზედ მეოთხედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

* მეოთხედფინალებში
"ბაიერნის" რეკორდი ასეთია: 16 მოგება, 9 მარცხი.

* ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო ათი საგარეო მატჩიდან 6 მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.

* ხულენ ლოპეტეგი და ხოსეპ გვარდიოლა ერთად "ბარსელონაში" 1994-97 წლებში თამაშობდნენ. ისინი ასევე ერთად იყვნენ ესპანეთის ნაკრებში 1994 წლის მუნდიალზე.

* გვარდიოლას ხელში "ბაიერნმა" 61 მატჩში 50 მოიგო. ეს ბუნდესლიგის ისტორიაში რეკორდია. ასე სწრაფად გერმანიის ჩემპიონატში 50 მოგებისთვის არც ერთ მწვრთნელს არ მიუღწევია.

მატჩის წინ
ხულენ ლოპეტეგი (პორტუ): "კიდევ ერთხელ მინდა მედიას შევახსენო, რომ ჩვენ ეს მოგზაურობა ბილეთის გარეშე დავიწყეთ, ჯგუფურ ეტაპზე პლეი ოფიდან მოვხვდით და აქამდე სულ ჩვენი ოფლისღვრის წყალობით მოვაღწიეთ. არ გვავიწყდება, ვინ არის ამ დუელში ფავორიტი, მაგრამ მეტოქე ყველანაირად შევისწავლეთ. შევეცდებით, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.

"ბაიერნს" დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ გვსურს, რომ ამ დაპირისპირების მთავარი მოქმედი გმირი "პორტუ" იყოს. უმძიმესი გამოცდა გველის, "ბაიერნი" მუდამ ცდილობს ბურთზე კონტროლის მოპოვებას და, როგორც წესი, ეს გამოსდის კიდევაც. პეპ გვარდიოლა, ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია".

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ყველა, ვინც პორტუგალიაშია, ხვალ თამაშს შეძლებს, ტრავმირებულები მიუნხენში დავტოვე. მხოლოდ ერთი შეხვედრით ამოცანას ვერ გადავწყვეტთ; საჭიროა ორი კარგი თამაში "პორტუსთან".

"პორტუ" ის გუნდი არაა, რომელიც კონტრშეტევებზე თამაშობს. როგორც ჩვენ გვიყვარს თამაშის კონტროლი, ისევეა მეტოქეც. ხულენს და მე ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთ გუნდებს ვწვრთნით, ახალგაზრდობაში ამას ვერც კი წარმოვიდგენდით".

15 აპრილი. პორტუ (პორტუგალია). "დრაგაუ". 22:45
პორტუ-ბაიერნი
დისკვალიფიკაცია: მარკანო (პორტ)
ტრავმა: ჯ. მარტინესი (?), ტელიო (?) - ალაბა, ბენატია, ხ. მარტინესი, რიბერი, რობენი, შვაინშტაიგერი, შტარკე, პისარო (?)

სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-3-3): ფაბიანო - დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო - კაზემირო, ერერა, ო. ტორესი - ქვარეჟმა, ბრაიმი, აბუბაქარი

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი - ჩაბი ალონსო, ლამი - მიულერი, ტიაგო, გიოტცე - ლევანდოვსკი

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული