მასიმილიანო ალეგრი: შინ გოლი არ გავუშვით და ეს უკვე უპირატესობაა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

14 აპრილს "ბებერმა ქალბატონმა" ტურინში "მონაკო" მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე, არტურო ვიდალმა 11-მეტრიანით გაიტანა.

ალეგრის თქმით, თამაშში გადამწყვეტი მისი გუნდის ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს პასი გახდა.

"ძალიან კარგი შედეგია. საკუთარ მოედანზე გოლი არ გავუშვით და ეს გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს. საპასუხო შეხვედრაში სულ სხვა თამაში იქნება. "მონაკომ" გვიჩვენა, თუ რაოდენ ორგანიზებულად შეუძლია მოქმედება დაცვაში, ხოლო
ტექნიკურად - შეტევაში.

დღეს პირლომ კარგად ითამაშა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 50 დღეა, მოედანზე არ გასულა. სწორედ მისი პასი იყო გადამწყვეტი, რომელსაც პენალტი მოჰყვა. საერთოდაც, ასეთ მატჩებში გადამწყვეტი სტანდარტულებია ხოლმე", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს Sky Sport Italia.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული