პსჟ-ბარსელონა 1:3 - "ბარსამ" საქმე მოამთავრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-ს შემადგენლობა ნამდვილად არ დაეწუნება და დაძაბული მატჩის მოლოდინში ვიყავით, მაგრამ ბრძოლა არ შედგა და გვაქვს ეჭვი, რომ სულაც ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყდა.

მართალია, ფრანგებმა ერთხელ უკვე მოახდინეს მცირე სასწაული, როდესაც "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" ათი ფეხბურთელით ეთამაშნენ და სასურველ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ აქ კიდევ უფრო რთულ ამოცანასთან გვაქვს საქმე - ლორან ბლანის გუნდს "კამპ ნოუზე" სამი ბურთით ექნება მოსაგები, ეს კი უფრო ფანტასტიკის სფეროდანაა. მით უმეტეს, "ბარსა" არაა ის გუნდი, რომ მიღწეულით დაკმაყოფილდეს და საკუთარ კედლებში კიდევ ერთი-ორი გოლი არ
შეაგდოს...

"ბარსელონას" რომ შეტევა არ ეშლება, პარიზშიც კარგად გამოჩნდა - 20 წუთი არ იყო მატჩის დაწყებიდან გასული, როდესაც ნეიმარი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთის კარში შეგორება აღარ გასჭირვებია - 0:1. მასპინძლებმა სცადეს თამაშის შეტრიალება და რამდენიმე მწვავე იერიშიც გამოაცხვეს, მაგრამ საგოლე დარტყმამდე საქმე არ მისულა.

სამაგიეროდ, ლუის სუარესმა გააკეთა თავისი საქმე და მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა - ორივეჯერ დავიდ ლუისი გააბითურა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ეფექტური გოლები გაიტანა. სუარესს მართლაც შესანიშნავი გოლები გამოუვიდა, დავიდ ლუისს კი, ალბათ, ასეთი კოშმარული დღე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ არ ჰქონია.

მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ვან დერ ვილის დარტყმის შემდეგ ბურთი მატიოს მოხვდა, კარში შევარდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:3.

"ბარსელონამ" უდიდესი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ, ფრანგებს კი მხოლოდ იმით შეუძლიათ ინუგეშონ თავი, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პაექრობაში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამადობით.

მატჩის შემდეგ:
ლუის სუარესი: ის კი ვიცი, რომ საპასუხო მატჩი ლამაზი გამოგვივა
გლენ ჰოდლი: დავიდ ლუისი 8 წლის უსწავლელი ბიჭივით მოიქცა


ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
პსჟ-ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 ნეიმარი (18), 0:2 სუარესი (67), 0:3 სუარესი (79), 1:3 მატიო (82-სკ. კ.)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა (21. დავიდ ლუისი), მარკინიოსი, მაქსველი - რაბიო (65. ლუკასი), კაბაი, მატუიდი - პასტორე, ლავეცი, კავანი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - მონტოია (80. ადრიანო), პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (74. მატიო), ბუსკეტსი, ინიესტა (53. ჩავი) - ნეიმარი, მესი, ლ. სუარესი
გაფრთხილება: კაბაი - პიკე, მესი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 5-9 (4-6); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 48 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვერატი და იბრა ყოფილიყვენ და დედას მოუკლავდენ ტქვენ ბარდელონას
0
555-ს. კაი კაცო, მართლა? ვაი შენ რა გითხარი ღრუზინ!!!!
koke
10:32 16-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული