ლუის სუარესი: ის კი ვიცი, რომ საპასუხო მატჩი ლამაზი გამოგვივა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის მატჩში "პარი სენ-ჟერმენთან" დუბლი შეასრულა, თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

15 აპრილს, პარიზში გამართულ შეხვედრაში, კატალონიურმა გრანდმა მასპინძელთა გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
"პირველივე წუთებიდან კონცენტრირებულები ვთამაშობდით. ვიცოდით, რომ მოედანზე დიდი ენერგიით დამუხტულები უნდა გავსულიყავით და არაფრით შეიძლებოდა პსჟ-ის შეუფასებლობა. ჩვენ ბევრს ვმოძრაობდით, მეტოქეს კი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლდა.

ფეხბურთში არასდროს იცი, რა მოხდება. მეტოქე საკმაოდ კვალიფიციურია და უნდა გვახსოვდეს, რომ
წყვილში ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი. თუმცა, საპასუხო შეხვედრაში ლამაზ თამაშს ველი.

ფორვარდი ყოველთვის ცდილობს გოლის გატანას და დღეს მე ორჯერ მოვახერხე თავის გამოჩენა", - აქვეყნებს ურუგვაელის ნათქვამს AS.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული