ლუის ენრიკე: "ბაიერნს" უნდა მოვუგოთ როგორც შინ, ისე სტუმრად!

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კატალონიურ გრანდს ორრაუნდიანი ბრძოლის გადატანა მიუნხენის "ბაიერნთან" მოუწევს, ლუის ენრიკე კი მიიჩნევს, რომ მისი და ხოსეპ გვარდიოლას გუნდების დაპირისპირება ყველა მონაწილისთვის განსაკუთრებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა უწინ "ბარსელონას" წვრთნიდა.

"ეს განსაკუთრებული მატჩები იქნება ჩემთვის, გვარდიოლასა და ყველა მოთამაშისთვის, - აქვეყნებს ლუის ენრიკეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი. - ეს ბრწყინვალე შეხვედრა იქნება "ბარსელონას" ყველა გულშემატკივრისთვისაც.

ჩვენ ამოცანაა, მოვიგოთ როგორც შინ, ისე სტუმრად".

პირველი მატჩი ბარსელონაში 5 მაისს
შედგება, საპასუხო კი მიუნხენში - 12 მაისს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 6 /
advili shesadzlebelia,saxlshi mougos.xandaxan gamolencheba icis baiernma da eg daemarta kidevac portustan 1matchi
nugzari
25 აპრილი 2015 23:56
0
ეს უვიცი ნახე რა
Nika
25 აპრილი 2015 15:19
0
ჯერ გადახტი რამეს არ ჩამოეხიო
Nika
25 აპრილი 2015 15:19
0
ჯერ გადახტი და მერე იბლატავე
Nika
25 აპრილი 2015 15:18
0
პატივცემულო ლუის ენრიკე, ძაან ხმამაღალი განცხადება ხომ არ არის შენი მხრიდან?! მოურინიოს ნუ მიბაძავ სიყოყოჩეში.
georgiano
25 აპრილი 2015 02:31
0
მე მგონი შარშანდელი განმეორდება.
roma
24 აპრილი 2015 21:10
0

სიახლეები პოპულარული