მანუელ ნოიერი: კიდევ ერთხელ უნდა ვუჩვენო მესის, ვინაა ბოსი!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის 1/2–ფინალის პირველი მატჩის წინ, რომელიც 6 მაისს კატალონიაში გაიმართება, "ბარსელონასა" და მის ლიდერ ლიონელ მესისთან მომავალ დაპირისპირებაზე აზრი გამოთქვა. გერმანიის ნაკრების მეკარემ მსოფლიოს 2014 ჩემპიონატის ფინალიც გაიხსენა...

"მესის უდიდეს პატივს ვცემ იმ ყველაფრისთვის, რასაც მან მიაღწია. თანაც, ის ძალიან თავმდაბალია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოაჩინო ავტორიტეტი და როდესაც მას მოედანზე კიდევ ერთხელ შევხვდები, უნდა ვაჩვენო, ვინაა ბოსი.

მსგავსი რამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დროს უკვე მოხდა და ამან კარგად იმუშავა. ოთხშაბათსაც იგივე უნდა მოვიმოქმედოთ. ძალიან
მნიშვნელოვანია, წნეხში მოვაქციოთ მეტოქე და ვაიძულოთ, რიდით მოგვეკიდოს. უნდა ვუჩვენოთ ჩვენი ხასიათი და გარკვეულწილად - სიხისტეც.

"ბარსელონასთან" ჩვენი დაპირისპირება - ეს ნაადრევი ფინალი იქნება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ბერლინის ფინალში ვითამაშოთ.

ორი წლის წინანდელ ორივე შეხვედრაში ჩვენ ვდომინირებდით, მაგრამ ახლა განსხვავებული ვითარებაა. მათ არ ჰყავთ ტრავმირებულები, მესი კვლავაც საუკეთესოა, ჩვენ კი წამყვანი ფეხბურთელები გვაკლია. ვიცით, რომ იოლი არ იქნება, თუმცა მჯერა, ბოძებულ შანსს გამოვიყენებთ", - აქვეყნებს ნოიერის ნათქვამს "ევროსპორტი".
მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს ბაიერნს მასტერკლასს ჩაუტარებენ და აჩვენებენ ვინაა მოედანზე მართლა ბოსი.დაპეპლავენ თქვენს ქებულ ბაიერნს
nugzari
12:28 06-05-2015
0
მემგონი მატჩის შემდეგ აღარავინ კამათობს იმაზე, თუ ვინ არის ბოსი. ნოიერს თავში აუვარდა და სამარცხვინოდ დაისაჯა. არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება თამაშის წინ. ჯერ უნდა გადახტე და "ჰოპლა" მერე უნდა დაიძახო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული