თომას მიულერი: ჩვენ "ბაიერნი" ვართ, ჩვენ არ ვნებდებით...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა თომას მიულერმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ომახიანი კომენტარი გააკეთა.

6 მაისს, "ნოუ კამპზე" გამართულ მატჩში მასპინძლებმა ლიონელ მესის დუბლითა და ნეიმარის გოლით სტუმრები მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"მეორე ტაიმში ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. მართალია, "ნოუ კამპზე" სტუმრად თამაში ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც არ მეგონა, თუ ასეთი ანგარიშით დავმარცხდებოდით.

მაგრამ ჩვენ "ბაიერნი" ვართ, ჩვენ არ ვნებდებით. თუკი ფინალში გავაღწევთ, ეს
სენსაცია იქნება და მიუნხენში ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული", - აქვეყნებს მიულერის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

"ბაიერნსა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო დაპირისპირება მიუნხენის "ალიანც არენაზე" 12 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დანებდიტ და ეგაა,კაია სუხოი არა ცააგეტ,ძაან სამარცხვინოტ გამოიკურებოდიტ ტამაშის დროს
vato
11:12 07-05-2015
0
ახლა მოდუნდით და სიამოვნება მაინც მიიღეთ,დაპეპლილები ხართ
nugzari
18:38 07-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული