"იუვენტუსის" ფანებმა მადრიდის მეტროს ვაგონიდან ფერადკანიანი მამაკაცი გააგდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინის "იუვენტუსის" გულშემატკივრებმა მადრიდის მეტროს ვაგონიდან ფერადკანიანი მამაკაცი გააძევეს, რომელსაც ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მაისური ეცვა და "რეალის" შარფი ეკეთა.

13 მაისს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალთან" გამართული მატჩის (1:1) შემდეგ ტურინული გრანდის ფანები ჩემპიონთა ლიგის ფინალში საყვარელი გუნდის გასვლას ემოციურად ზეიმობდნენ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შედის გულშემატკივართა ჯგუფი მეტროს ვაგონში სიმღერ-სიმღერით. ცოტა ხნის შემდეგ ვაგონში ფერადკანიანი მამაკაცი შეაბიჯებს, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მაისურა აცვია, მაგრამ სანამ მატარებელი დაიძვრება, "იუვეს" ფანები მას ვაგონიდან აძევებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული