ჯორჯო კიელინი: ლუის სუარესს გადავეხვევი

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში ყველაზე აქტუალური თემა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალია, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "ბარსელონა" და "იუვენტუსი" წარდგებიან.

"კორიერე დელო სპორტმა" წლის მთავარ მატჩთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით ჯორჯო კიელინის მიმართა. "იუვენტუსის" 30 წლის მცველის მოკლე ინტერვიუს ქვემოთ გაეცნობით.

- რა განწყობა გაქვთ ფინალის წინ?
- ვემზადებით და ვარჩევთ ყველა იმ დეტალს, რომელიც გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარება. განწყობა ოპტიმისტურია და ვფიქრობთ, რომ მიზანი მიღწევადია და არც ისეთი აუტსაიდერები ვართ, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

- მაინც რის ხარჯზე აპირებთ "ბარსელონას" დამარცხებას?
- ჩვენი კოზირი
გუნდური თამაშია. სივრცეები მაქსიმალურად უნდა გადავკეტოთ და მომენტები გამოვიყენოთ. ამასთან, თუ მხოლოდ დაცვაზე ვიფიქრებთ, გოლს აუცილებლად გავუშვებთ. უნდა შევუტიოთ და მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გავატაროთ.

- ნახეთ ბილბაოს "ატლეტიკის" კარში ლიონელ მესის გატანილი გოლი?
- კი, ვნახე და მართლაც საოცარი გოლი გამოვიდა. ბევრი მეკითხება, შესაძლებელია თუ არა მესის, ნეიმარის და სუარესის განეიტრალება, ჩემი პასუხი კი ასეთია: ურთულესია, თუმცა შესაძლებელი.

- სიტყვამ მოიტანა და მიესალმებით ლუის სუარესს?
- კონფლიქტი ამოწურულია, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ ცნობილი ინციდენტის შემდეგ და წყენა დავივიწყეთ. არათუ მივესალმები, სიამოვნებით გადავეხვევი. ერთადერთი, რაც სუარესზე შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელი და კარგი ადამიანია.

- მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენი კარიერის მწვერვალია?
- თუ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ეს იქნება მაქსიმუმი, რასაც ფეხბურთელმა შეიძლება ერთ სეზონში მიაღწიოს. ამ მხრივ, ეს უდავოდ არის მწვერვალი, თუმცა მე დიდი გამარჯვების იმედი მაქვს ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც. ვნახოთ, რამდენად ახდება ჩემი სურვილები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული