ლუის ენრიკე: "ბარსელონა" მოედნის ცენტრში უნდა გაბატონდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ მისი გუნდი საკუთარ თამაშს ითამაშებს.

6 ივნისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.


"გუნდმა მიაღწია იმას, რაც სურდა: უკვე ორი ჯილდო მოვიგეთ და ახლა მესამისთვის ვიბრძვით.

მოედნის ცენტრი - მთავარი მონაკვეთია თამაშში, როგორც შეტევაში, ისე - დაცვაში და ჩვენ იქ ამ ორივე ფაზის დროს უნდა გავბატონდეთ. გვინდა ჩვენი თამაში ვაჩვენოთ - ვაკონტროლოთ ბურთი, შევქმნათ
მომენტები, მეტოქეს კი თამაშის უფლება არ დავუტოვოთ.

ვფიქრობ, უპირატესობას მოვიპოვებთ ბურთის ფლობაში და თამაშის დიდ ნაწილს მეტოქის ნახევარზე წარვმართავთ.

ძალიან მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ, რადგან უმძიმესი შეხვედრა გველის. "იუვენტუსის" სათამაშო სტილი ჩვენსას ჰგავს, ტურინელებსაც არ შეუძლიათ ბურთის გარეშე. ისინი ძალიან კარგად იცავენ თავს, ხასიათდებიან შემოქმედებითი უნარით და სწორედ ამიტომ, მათაც აქვთ შანსი.

ვნახოთ, რა გამოვა", - აქვეყნებს ენრიკეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული