ევროპალიგის მოქმედი გამაჯვებული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა აშკარად დაჩაგრა, ტურინელები დომინირებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ბოლო მომენტამდე მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით იგებდნენ ალვარო მორატას გოლით, რომელმაც თავი ამჯერადაც გამოიჩინა, ანდრეა ბარძალის ჩაწოდების მერე.
ესპანელების წვალებას წერტილი შეცვლაზე შესულმა სიმონე ძაძამ დაუსვა, რომელიც ძალიან აქტიურად ჩართო თამაშში და პაულო დიბალას აქტიურობას კარგი რეიდი და ზუსტი დარტყმა მოაყოლა.
უნაი
ჯგუფური ეტაპის 2 მატჩში "გლადბახის" მონაწილეობით შეხვედრებში 5 პენალტი დაინიშნა. გერმანელთა სამწუხაროდ 4 მათ კარში. ის ერთადერთიც, რომელიც მათ სასარგებლოდ დაიდო, რაფაელმა ვერ გამოიყენა, ჯო ჰარტმა მას ცენტრში დარტყმული აუღო. მეორე ნახევრის დებიუტში ლარს შტინდლმა იულიან კორბის პასის შემდეგ გლადბახელები მაინც დააწინაურა, მაგრამ...
"სიტის" მოწოდებულ კუთხურს გოლი მოჰყვა, რომელიც არბიტრებმა შეცდომით არ ჩათვალეს, მაგრამ ნიკოლას ოტამენდიმ (რომელმაც "აიკიდა" კიდეც პენალტი) დამატებაზე ითამაშა, ბურთი ანდრეას კრისტენსენს მოხვდა და კარში შევიდა, ეს გოლი უკვე ჩაითვალა.
ბოლო წამებზე კი მანჩესტერელთა კიდევ ერთ კუთხურს მეორე გოლი მოჰყვა, სერხიო აგუერომ იეშმაკა, ბურთზე შეხება მოასწრო და მერე ფეხში მოხვდა, დაეცა, თერთმეტმეტრიანი მოინადირა, თავადვე გაიტანა და ამ მძიმე შეხვედრაში მანუელ პელეგრინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაუჯიბა.
გლადბახი-სიტი 1:2
გოლები: 1:0 შტინდლი (54), 1:1 კრისტენსენი (65 ს.კ.), 1:2 აგუერო (90-პენ)
გლადბახი (4-4-2): ზომერი - კორბი (78. ი. ტრაორე), კრისტენსენი, დომინგესი, ვენდტი - ჰერმანი (72. ჰანი), დაუდი (84. ნორდტვეიტი), ჯაკა, ჯონსონი - შტინდლი, რაფაელი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, დემიკელისი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე (46. ფერნანდო) - დე ბრუინი, დავიდ სილვა (65. ნავასი), სტერლინგი (90+4. სტერლინგი) - აგუერო
გაფრთხილება: შტინდლი, კორბი, დომინგესი - ოტამენდი
შენიშვნა: რაფაელმა ვერ გამოიყენა პენალტი (20)
კუთხური: 4-11; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-23 (6-4); ბურთის ფლობა: 12%-62%.
მაყურებელი: 46 279
იუვენტუსი-სევილია 2:0
გოლები: 1:0 მორატა (41), 2:0 ძაძა (87)
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - ხედირა (76. ალექს სანდრო), ერნანეში, პოგბა - კუადრადო, დიბალა (88. რუგანი), მორატა (80. ძაძა)
სევილია (4-5-1): სერხიო რიკო - კოკე, ანდრეოლი, კოლოჯეიჩაკი, ტრემულინა - კონოპლიანკა, ნ’ზონზი (66. იბორა), კრიხოვიაკი, კრონ-დელი, რეიესი (79. მუნიოსი) - გამეირო (66. იმობილე)
გაფრთხილება: - კოკე
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 24-1 (6-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 2 2 0 0 4-1 6
2. სევილია 2 1 0 1 3-2 3
3. სიტი 2 1 0 1 3-3 3
4. გლადბახი 2 0 0 2 1-5 0
მომდევნო ტური
21 ოქტომბერი:
იუვენტუსი-მიონხენგლადბახი, სიტი-სევილია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"