ჩემპიონთა ლიგა. III ტურის წინ. "არსენალი", "ბაიერნი", ნული და ექვსი...

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი განახლდება - 4 ქვეჯგუფში პირველი წრე დასრულდება. ბუნებრივია, ყურადღება ლონდონისკენაა მიმართული, სადაც "არსენალი" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს, თუმცა არც სხვა 7 შეხვედრა იქნება უინტერესო.

ბორისოვოს გზაზე
დღეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" ბორისოვოს სტუმრობს, რომლის თავკაც ალექსანდრ იარმოლენკოსაც სჯერა, რომ კატალონიური გრანდის წინააღმდეგ თამაშში მის ბატე-ს დადებითი შედეგის დაფიქსირება შეუძლია.

ბატე ახლა აღმაფრენას განიცდის, გუნდს ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს, პარასკევს კი ჩემპიონატის დასრულებამდე ზედიზედ მეათედ გაიფორმა ბელორუსის ჩემპიონობა. თუმცა, რამდენად ეყოფა ევროპის მასშტაბით საკმაოდ სუსტი ჩემპიონატის
ჩემპიონობა და "რომასთან" მოგება "ბარსას"?

შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინათ ამ გუნდებს შორის ორი მატჩის ჯამში "ბარსელონამ" 9:0 იმარჯვა (5:0 და 4:0).

სტუმრებს ბორისოვოში არ ეყოლებათ რაფაელ ალკანტარას, ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას ტრიო, რაც, რა თქმა უნდა, მასპინძელთა შანსებს ზრდის.

დღის მატჩი
მიუხედავად იმისა, რომ არსენ ვენგერის "არსენალი" ერთ პოლუსზეა, ხოლო პეპ გვარდიოლას "ბაიერნი" - მეორეზე, ეს მატჩი, უთუოდ, დღის დაპირისპირებაა. რაც უნდა უქულო იყოს, "არსენალი" მაინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი გუნდისთვის. მით უფრო, რომ თუ ჯგუფიდან გასვლა სურს, ვენგერმა და კომპანიამ ქულების დაგროვება უნდა დაიწყონ.

მიუნხენის "ბაიერნმა" მას მერე, რაც გერმანიის სუპერთასი პენალტების სერიაში დათმო "ვოლფსბურგთან", ზედიზედ 16 შეხვედრა მოიგო!

თავის მხრივ, ვენგერის გუნდიც შესანიშნავ ფორმაშია - ლიგის მეორე ტურში წაგების შემდეგ პრემიერლიგაში სამი თამაში მოიგო და თანაც, სამივე 3:0. ორივე გუნდს აწუხებს საკადრო პრობლემები, მაგრამ ვენგერიც და გვარდიოლაც ამას მიჩვეულები არიან.

არსენ ვენგერი (არსენალი): "საწყის ტურებში ვერ ვიყავით სათანადო ფორმაში, ახლა კი კარგად ვთამაშობთ. ადრე უფრო დიდ ყურადღებას პრემიერლიგას ვუთმობდით, ვიდრე ჩემპიონთა ლიგას. ახლა კი ყველა ვგრძნობთ, რომ სწორ გზას ვადგავართ, საკუთარი ძალების გვწამს. "ბაიერნისნაირ" დიდ გუნდებთან ადრეც გვითამაშია და მოგვიგია კიდევაც. მაგალითისთვის, 2012/13 წლების სეზონში ჩვენ მათ წინააღმდეგ კარგი შედეგები გვქონდა".

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ხვალ 6-ქულიანი გუნდი კი არ ხვდება ნულქულიანს, არამედ სრულიად ახალი დაპირისპირება იწყება 0:0-დან და წინ მთელი 90 წუთი იქნება. როცა მეტოქე გუნდის ანალიზს ვაკეთებ, მის სატურნირო მდგომარეობას არც კი ვუყურებ. ეს, უბრალოდ, არ მაინტერესებს. მე კარგად ვიცნობ ვენგერს, ის - მე. მითამაშია მის წინააღმდეგ "ბარსელონითაც" და "ბაიერნითაც". "არსენალი" ტექნიკური გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში მუდამ ჭირს.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე კი, მათ უპირატესობაც კი აქვთ, რადგან ვალდებულები არიან, მოიგონ. ვიცი, რომ 90 წუთის განმავლობაში ბრძოლა გველის. თამაშის კონტროლი აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სიტუაცია მირჩევნია "არსენალისას".

მაგრამ თავისუფლად შემიძლია, წარმოვიდგინო უქულო ჩემი გუნდი შინ "არსენალთან". ხომ წარმოგიდგენიათ, ბიჭები, როგორ ითამაშებდნენ ბოლო შანსისთვის. იგივე გველის ლონდონშიც".

უქმეებზე ორივე გუნდმა იმარჯვა. თუ "ბაიერნს" ცოტა გაუჭირდა "ვერდერთან" საგარეო შეხვედრაში (1:0), "არსენალმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა "უოტფორდისგან" მისსავე მოედანზე (3:0).

ეს გუნდები სულ ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - ჯამში, 8 მატჩში "ბაიერნმა" 4-ჯერ იმარჯვა, 2-ჯერ კი მოგება "არსენალს" დარჩა. შარშან ეს ორი გუნდი ერთმანეთს მერვედფინალში დაუპირისპირდა. ლონდონში გერმანელებმა მიულერისა და კროოსის გოლებით მოიგეს - 2:0. საპასუხოში კი ფრე დაფიქსირდა, შვაინშტაიგერის გოლმა ინტრიგა სრულად მოკლა, პოდოლსკის გოლი კი აღარაფერს წყვეტდა - 1:1.

სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - მონრეალი, მერტეზაკერი, კოშელნი, ბელერინი - კოკლენი, კასორლა - რემზი, იოზილი, სანჩესი - უოლკოტი
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, მარტინესი, ალაბა - ალონსო, ტ. ალკანტარა - ლამი, მიულერი, კოშტა - ლევანდოვსკი

ბოლო შანსები
შესაძლოა, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, თუმცა ლონდონის "არსენალისთვის" ეს ტური ჯგუფურ ეტაპზე წარმატების მისაღწევად ბოლო შანსი გვგონია.

მსგავს სიტუაციაში კი კიდევ რამდენიმე კლუბია - მაგალითად, "რომა", რომელსაც ჯგუფში, სადაც "ბარსელონა" და "ლევერკუზენი" თამაშობენ, მხოლოდ ქულა აქვს მოპოვებული. რუდი გარსიას გუნდი სწორედ გერმანულ კლუბს სტუმრობს და წაგების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის შანსებს მკვეთრად შეიმცირებს.

ანალოგიური პრობლემა აქვს თელ-ავივის "მაკაბის". ებრაულ კლუბს ქულა არ აქვს და "პორტუს" სტუმრობს. ქულების დაგროვება არც "ლიონსა" და "გენტს" აწყენთ...

სამშაბათი. 21 ოქტომბერი
E ჯგუფი
ბატე-ბარსელონა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დუბრა, ჰლები, როდიონოვი, ჟავნერჩიკი - ინიესტა, მესი, რაფინია

ლევერკუზენი-რომა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰილბერტი, რიუ, კისლინგი (?), ბენდერი (?) - კაპრადოსი, კეიტა, ტოტი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 1 1 0 3-2 4
2. ლევერკუზენი 2 1 0 1 5-3 3
3. ბატე 2 1 0 1 4-6 3
4. რომა 2 0 1 1 3-4 1

F ჯგუფი
არსენალი-ბაიერნი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსიცკი, უელბეკი, უილშირი, ოსპინა - ბადშტუბერი, ბენატია, გიოტცე, რიბერი, რობენი, ვიდალი

დინამო ზ.-ოლიმპიაკოსი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პავლიჩიჩი, შილდენფელდი, სიგალი (?) - ბუხალაკისი, კამბიასო, მანიატისი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 2 2 0 0 8-0 6
2. ოლიმპიაკოსი 2 1 0 1 3-5 3
3. დინამო ზ. 2 1 0 1 2-6 3
4. არსენალი 2 0 0 2 3-5 0

G ჯგუფი
პორტუ-მაკაბი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაიკონი - რადონიჩი

დინამო კ.-ჩელსი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიბალკა (?) - კურტუა, ივანოვიჩი

თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო კ. 2 1 1 0 4-2 4
2. პორტუ 2 1 1 0 4-3 4
3. ჩელსი 2 1 0 1 5-2 3
4. მაკაბი 2 0 0 2 0-6 0

H ჯგუფი
ზენიტი-ლიონი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფაიზულინი, სმოლნიკოვი, კრიშიტო (?) - კონე, ფეკირი, კალულუ, გრენიე, მორელი (?)

ვალენსია-გენტი 22:45
დისკვალიფიკაცია: დეჟაგერი (გენტი)
ტრავმა: აბდენური, რაიანი, ალვეში, ნეგრედო, დე პაული, ვეზუ - გერშონი, სიმონი (?)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ზენიტი 2 2 0 0 5-3 6
2. ვალენსია 2 1 0 1 3-3 3
3. გენტი 2 0 1 1 2-3 1
4. ლიონი 2 0 1 1 1-2 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არსენალი იგებს დღეს
SATEROBELI
16:05 20-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული