ორივე შედეგიანი დარტყმა ივან რაკიტიჩის ანგარიშზეა, რომელიც მატჩის გმირად შეგვიძლია შევრაცხოთ. საგულისხმოა, რომ ლუის ენრიკემ რაკიტიჩი თადარიგში დატოვა და მხოლოდ იმიტომ შეუშვა მინდორზე, რომ პირველივე ტაიმში სერხი რობერტო დაშავდა.
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცვლილებამ გაამართლა, მაგრამ ამისთვის მწვრთნელი არა თუ შესაქები, არამედ გასაკრიტიკებელია. "ბარსამ" მოიგო
ლევერკუზენში შეკრებილმა გულშემატკივრებმა 8 გოლი და საოცარი მატჩი იხილეს. თავიდან ჩიჩარიტომ გაიბრწყინა და ორი ბურთით დააწინაურა "ბაიერი", შემდეგ კი დანიელე დე როსის ჯერი დადგა, რომელმაც დუბლს დუბლით უპასუხა და გაქვითა ანგარიში.
მეორე ნახევარში მირალემ პიანიჩმა და იაგო ფალკემ ორი ბურთით უკვე სტუმრები დააწინაურეს და თითქოს გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი. თუმცა, "ბაიერი" არ დანებდა და ბოლო წუთებში კიდევ ორი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, ფრე 4:4 და თამაში, რომელშიც ფეხბურთმა გაიმარჯვა.
ბატე-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (48), 0:2 რაკიტიჩი (64)
ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი - პოლიაკოვი, გაიდუჩიკი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი - ა. ვოლოდკო, ნიკოლიჩი (66. იაბლონსკი) - სტასევიჩი, გორდეიჩუკი, მ. ვოლოდკო (62. კამიცკი) - სიგნევიჩი (80. მოზოლევსკი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ალბა - სერხი რობერტო (18. რაკიტიჩი), მასკერანო, ბუსკეტსი (73. გუმბაუ) - მუნირი (70. რამირესი), ნეიმარი, სუარესი
გაფრთხილება: პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, გაიდუჩიკი, ა. ვოლოდკო, მ. ვოლოდკო, კამიტსკი - დანი ალვეში, ბუსკეტსი, გუმბაუ
კუთხური: 0-9; ჯარიმა: 20-6; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 2-17 (1-6); ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 13 000
ლევერკუზენი-რომა 4:4
გოლები: 1:0 ჩიჩარიტო (4-პენ.), 2:0 ჩიჩარიტო (19), 2:1 დე როსი (29), 2:2 დე როსი (38), 2:3 პიანიჩი (54), 2:4 იაგო (73), 3:4 კამპლი (84), 4:4 მეჰმედი (85)
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი - კამპლი, ტოპრაკი (79. იურჩენკო), კრამერი (66. ბრანდტი), ჩალჰანოღლუ - ბელარაბი (57. მეჰმედი), ჩიჩარიტო
რომა (4-4-2): შჩესნი - ტოროსიდისი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - ფლორენცი (90. იტურბე), დე როსი, პიანიჩი, ნაინგოლანი - ჟერვინიო (85. ჯეკო), სალაჰი (62. იაგო)
გაფრთხილება: ვენდელი, კრამერი - დე როსი, ნაინგოლანი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 14-13 (10-9); ბურთის ფლობა: 52%-44%
მაყურებელი: 30 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 3 2 1 0 5-2 7
2. ლევერკუზენი 3 1 1 1 9-7 4
3. ბატე 3 1 0 2 4-8 3
4. რომა 3 0 2 1 7-8 2
მომდევნო ტური
4 ნოემბერი:
ბარსელონა-ბატე, რომა-ლევერკუზენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"